"სალომე ზურაბიშვილს საგვარეულო წყევლა აქვს"
- 04/12/18
- 4206 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი თქმით, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც მან სალომე ზურაბიშვილის პირად ჰოროსკოპზე იმუშავა, გაარკვია, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს საგვარეულო წყევლა ჰყავს.
"მე მას ვთხოვ ერთ რამეს, რომელიც მე თავის დროზე ვერ შემისრულა. ჩაიტაროს კვეთებულის ლოცვები. მრავალი წლის წინ, როდესაც ახალი ჩამოსული იყო საქართველოში, მაშინაც ვთხოვე და ვუთხარი, რომ პირადმა ჰოროსკოპმა გვიჩვენა, რომ მას აქვს საგვარეულო წყევლა. დაბინძურებული აურა მას ძალიან უშლის ხელს სამშობლოში კარიერის გაკეთებაში და უამრავ პრობლემებს უქმნის. მე მაშინაც ვუთხარი, რომ ეს არ ნიშნავს, რომ წინ ვერ წავა, მაგრამ ექნება ძალიან დიდი დაბრკოლებები.
მაგრამ თუ ის შვიდჯერ ჩაიტარებს კვეთებულის ლოცვებს, გადასარევი იქნება - მოიხსნის ნეგატიურ ველს და გაანთავისუფლებს სულს ნეგატიური ენერგიებისგან და მაშინ მისი საპრეზიდენტო ასპარეზი, გაცილებით უფრო წარმატებული გახდება და უფრო მეტად შეძლებს თავისი მიზნების განხორციელებას", - ამბობს ასტროლოგი "2020NEWS"- სთან.
ცაგარელის განმარტებით, შეუძლებელია იმის დადგენა თუ რომელმა წინაპარმა დაუშვა შეცდომა.