რატომ ეშინიათ არაბ ქალებს პირველი ღამის
- 05/12/18
- 3471 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქალების შიში სქესობრივი აქტის მიმართ ინტიმური ცხოვრების დაწყებასთან ერთად ჩნდება. განსაკუთრებით გარკევულ კულტურებში, რომლებიც ქორწინებამდე სექსს კრძალავენ, ქალს შიში კიდევ უფრო უმძაფრდება პირველ ღამეს.
არაბული საზოგადოება სწორედ ასეთ კულტურას განეკუთვნება. ეგვიპტის ერთ-ერთ ცნობილ სექსოლოგს, ჰებე კოტბს ხშირად აკითხავენ გოგონები, რომლებიც უახლოეს მომავალში აპირებენ ქორწინებას და მათი ვიზიტის მიზეზი ერთია - სქესობრივი კონტაქტის შიში. ქალები მასში გარკვეულ საფრთხეს ხედავენ, თუმცა არ იციან კონკრეტულად რა საფრთხეა ეს ან რატომ ეშინიათ ასე. თუმცა ერთი ზუსტად იციან - არ უნდათ, რომ მეუღლეებს იმედები გაუცრუონ.
კოტბთან გადიან ასევე ფსიქოლოგიურ მომზადებას, ექიმი კი თავის მხრივ ცდილობს გაათავისუფლოს ისინი ნეგატიური მოლოდინისგან, ასწავლოს, თუ როგორ შეიგრძნონ სიამოვნება და რა უნდა გააკეთონ ამისთვის.
სექსოლოგი ჰებე კოტბი ამ შიშის მთავარ მიზეზად სექსის შესახებ არსებულ ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს. ქალებს ინტიმურ ცხოვრებაზე არავინ ესაუბრება, არავინ აძლევს რჩევებს, გამოცდილებას არავინ უზიარებს.
თავად პატარძალსაც არ აქვს უფლება წინა ღამის შესახებ ვინმეს მოუყვეს. ეს სასტიკად აკრძალულია. სწორედ ამის გამო, რომ ყველა ქალი თავს არიდებს სქესობრივ კონტაქტზე საუბარს, გამოუცდელ გოგონებს ჰგონიათ, რომ ისეთივე რთულია პროცესი, როგორც ამაზე ლაპარაკი.
როგორც კოტბი აღნიშნავს, გოგონების მცირე ნაწილი ბედავს მასთან მისვლას, ისიც იმიტომ, რომ ექიმი ქალია. ბევრს ჯერ კიდევ გადასალახი აქვს ეს ბარიერი, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი ანონიმურია. იგი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში შეიცვლება აზროვნება, ქალები უფრო გახსნილები იქნებიან და უფრო გულახდილად ისაუბრებენ საკუთარ მომავალ თუ ამჟამინდელ სექსუალურ ცხოვრებაზე.