უკვე ცნობილია ის, თუ ვის გაუნილდება ბანკებში ვალი

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის განცხადებით, “საქართველოს ბანკი” 200 მილიონი ლარის ოდენობის სესხებს „გაანულებს“ და უკვე დაზუსტებულია იმ პირთა სიები, რომლებიც აღნიშნულ ტრანზაქციაში მონაწილეობას მიიღებენ.

“ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით. ორივე მხარე აქტიურადაა ჩართული. ჩვენ უკვე გვაქვს სრული სიები ჩვენს მხარეს; როგორც იცით, ჩვენს მხარეს ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენ არ გვქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიები, რომლებიც უკვე გადმოგვეცა და ვფიქრობთ, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია უმოკლეს ვადაში დასრულდეს ეს ტრანზაქცია და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება. ამ ტრანზაქციის დეტალებზე დღესაც არ შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ როგორც ვთქვით, ჩვენი მხრიდან დაახლოებით 200 მილიონ ლარზე არის ლაპარაკი“, - ამბობს კახა კიკნაველიძე.

შეგახსენებთ, ე.წ. 'სესხების განულების" აქცია მთავრობის ინიციატივით და "ქართუ ფონდის" დაფინანსებით ხორციელდება.