
მაინც რა იყო, რატომ გახდი მოჭიდავე? -იმიტომ, რომ ქათმის ხორცი მიყვარდაო
- 05/12/18
- 4850 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ერთხელ ლევან თედიაშვილს ვკითხე, მაინც რა იყო, რატომ გახდი მოჭიდავე–მეთქი?
იმიტომ, რომ ქათმის ხორცი მიყვარდაო.
გამიკვირდა. ქათმის ხორცია რა შუაშია–მეთქი?
გეტყვიო: ,,დედაჩემი ქათამს მარტო მაშინ დაგვაკვლევინებდა, სტუმარი რომ მოგვივიდოდა, მაგრამ იმ ქათმის მე მარტო ერთი ბარკალი მხვდებოდა. ჰა, ჰა ერთი ბარკალი და ერთიც ფრთისძირი. არადა, ძალიან მიყვარდა, ვგიჟდებოდი ქათმის ხორცზე. ერთხელ რაიონის მოზარდ მოჭიდავეთა ნაკრებში ამიყვანეს. შეკრებაზე ვართ. სადილის დრო რომ მოვიდა, შეგვიყვანეს სასადილოში და წინ ნახევარი შემწვარი ქათამი დამიდეს. მორიდებით ვიკითხე – ბოდიში, მაგრამ ესა სუ ჩემია მეთქი? შენია, მა ვისიაო!
აი, სწორედ მაშინა ვთქვი გულში. მორჩა, თქვენ მე აქედან ვეღარ გამაგდებთ მეთქი!
○ ნაწყვეტი ნუგზარ შატაიძის ნაწარმოებიდან "ლევან თედიაშვილი"
*****
1972წელი მიუნხენის ოლიმპიური თამაშები -82კგ ოქროს მედალი????
1976წელი მონრეალის ოლიმპიური თამაშები -90კგ ოქროს მედალი????
*****
1971 წელი სოფიას მსოფლიო ჩემპიონატი -82კგ ოქროს მედალი????
1973 წელი თეირანის მსოფლიო ჩემპიონატი -90კგ ოქროს მედალი????
1974 წელი სტამბოლის მსოფლიო ჩემპიონატი -90კგ ოქროს მედალი????
1975 წელი მინსკის მსოფლიო ჩემპიონატი - 90კგ ოქროს მედალი????
1978 წელი მეხიკოს მსოფლიო ჩემპიონატი -100კგ ვერცხლის მედალი????
*****
1973 წელი თეირანის მსოფლიო ჩემპიონატი -90კგ ოქროს მედალი????ამჯერად უკვე სამბოში.
*****
1974, 1796, 1978 წლები ევროპის ჩემპიონი
1973 წელს თეირანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ოქრო აიღო და სამბოში სცადა ბედი სადაც ასევე ოქრო დაისაკუთრა.
სახლში დაბრუნებულს კახელები გაბრაზებულები დახვედრიან ბარემ ბერძნულ-რომაულშიც გეჭიდავა და ერთი ოქროც დაგემატებინაო
ლევან თედიაშვილი იმითაც არის განსაკუთრებული რომ სამ წონით კატეგორიაში იასპარეზა -82კგ, -90კგ, -100 კგ და სამივე წონაში უმაღლესი ჯილდოები აქვს მოგებული.
დასანანი ფაქტია რომ მიუნხენის და მონრეალის ოლიმპიადების მოგების შემდეგ ლევანს რეალური შანში ჰქონდა რომ 1980 წელს მოსკოვში გამართულ ოლიმპიადაში მიეღო მონაწილეობა და მესამედ გამხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი მაგრამ აქ უკვე ჩათლახური პოლიტიკა ჩაერია და ასე რომ ვთქვათ დაბლოკეს ოლიმპიადაზე გამგზავრება.
ამ დასანანი შემთხვევის გამოა რომ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში პირველ ადგილზე ალექსანდრ კარელინია სამჯერ მოგებული ოლიმპიადით და მეორე ადგილზე ლევან თედიაშვილი ორჯერ მოგებული ოლიმპიადით თუმცა საერთო ჯამში მაინც შეუდარებელი მიღწევები აქვს 35 ოქროს მედალი სხვადასხვა ასპარეზობებში.
640 გამართული ოფიციალური შეხვედრიდან მხოლოდ ორჯერ აქვს წაგება.
ჩემთვის ეს ადამიანი ცოცხალი ლეგენდაა
ღმერთმა უმრავლოს ლევან თედიაშვილის მსგავსი ლეგენდები საქართველოს