
თხამ 200 000 ევრი შეჭამა
- 05/12/18
- 790 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სერბეთში სიმიჩების ოჯახი სოფელ რანილოვიჩში ცხოვრობდა, მათ ათობით ჰექტარი მიწის შესაძენად 20 000 ევრო ჰქონდათ მოგროვებული. ოჯახის უფროსმა თანხა გადათვალა და მიწის ნაკვეთის გამყიდველის მოლოდინში ფული მაგიდაზე დაალაგა.როცა ის ოთახიდან გავიდა, ოთახში თხა შევიდა და მაგიდაზე დალაგებული კუპიურები შეჭამა. ამ უცნაური ამბის შესახებ ადგილობრივმა მედიამ დაწერა.
„როცა ხმაური გავიგონეთ, ოთახში შევედით და დავინახეთ, რომ თხა ფულს ჭამდა, მაგიდაზე მხოლოდ დაღრნილი და გაფუჭებული კუპიურები და გადარჩენილი 300 ევრო ეგდო“, - ჰყვება ოჯახის დიასახლისი.
ქალი ამბობს, ამ ამბის შემდეგ ქმარი ხმას არ იღებს და მხოლოდ ერთ წერილს მიშტერებია. დამნაშავე თხა დაკლეს.