საქართველოდან მივფრინავ...

მომღერალი ნინი ქარსელაძე ბოლო პერიოდში პოლიტიკურად ძალიან გააქტიურდა - მისი ფეისბუქპოსტები პოლიტიკური შინაარსის არის, არ არის გამორიცხული პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ჟურნალისტებთან და პოლიტიკურ შოუშიცც მონაწილეობს. წინასაარჩევნო პერიოდის აქტიურად ჩანდა საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის გვერდით, მის მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა და რეგიონებში კონცერტებზეც გამოვიდა "ქუჩის ბიჭებთან" ერთად.

საზოგადოების მხრიდან ნინიმ ამის გამო კრიტიკაც დაიმსახურა, გავრცელდა ჭორებიც, რომ მომღერალი ამ მხარდაჭერის გამო, თანამდებობასაც შეეწირა და ნინი ქალაქის პირადი დაცვით გადაადგილდება და ა.შ.

ნინი ქარსელაძე დაუკავშირდა AMBEBI.GE. მომღერალი ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილისთვის მილოცვით დაიწყო:


"პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება.მაგრამ ვიცოდი, რომ ის გაიმარჯვა! ამ ქალბატონის საქმიანობა ყოველთვის თვალს ვადევნებდი და უდიდეს პატივს ვცემდი იმის გამო, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებდა. .

- ნინი, შენი ოჯახი სააკაშვილის დროს იყო შევიწროვების მსხვერპლი, ამის გამო უპირისპირდები ასე "ნაციონალური მოძრაობა"?

- ძალიან რთული პერიოდი გამომივიდა ჩემი ოჯახი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს - ბიძაჩემი ორჯერ დაიჭირეს, ასეთი რამ ისტორიაში არ არსებობს, ერთი ადამიანი ორჯერ ვერ მივიღებ. ყველგან დაბლოკილები ვიყავით, 8 წლის არსად მიმღერია არც მე და არც "ქუჩის ბიჭები", გუუბნებიან, ზურას მიტინგზე გამოსვლის შემდეგ, შენ და "ქუჩის ბიჭები" "ზემოთ" დაგბლოკავს. ვინ იყო ის "ზემოთ", წარმოდგენა არ გვაქვს.

- მაშინ მთავარი კონცერტები სტეფანე და კახა ცისკარიძე ატარებდნენ, რომონანაც ვიცი, რომ მეგობრობს თქვენი ოჯახი ...

- მე მქონდა კახუჩელასთანაც და სტეფანესთან ერთად საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. მათ არ ჰქონდათ უფლება ზემოთ დაბლოკილი "ქუჩის ბიჭები" და ნინი ქარსელაძე კონცერტში ჩაესვათ.  განაგრძეთ  კითხვა