ჩინეთში ცნობილი ფოტოგრაფი გაუჩინარდა - ეს კი მისი გადაღებული 23 ფოტოსურათია, რომლის ნახვაც მთავრობას არ სურდა (23 ფოტო)

ცნობილი ჩინელი ფოტოგრაფი, ლუ გუანი, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გაუჩინარდა, შესაძლოა, ჩინეთის უშიშროების თანამშრომლებმა დააკავეს, - ამის შესახებ Ajazeera ფოტოგრაფის მეუღლეზე დაყდნობით წერს. 

გუანი ქალაქ კაშგარში, ფოტორეპორტაჟის მოსამზადებლად ჩავიდა, თუმცა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მეუღლის, სუ შიაოლის თქმით, ქმარს უკანასკნელად 3 ნოემბერს ესაუბრა.

ის პრესტიჟული კონკურსის, World Press Photo-ს სამგზის გამარჯვებულია. 

ოფიციალური უწყებები ფოტოგრაფის გაუჩინარების საქმეზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. 

ფოტოგრაფი აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს, თუმცა, როგორც დამოუკიდებელი ფოტორეპორტიორი, ჩინეთს ხშირად სტუმრობს. 


ჩინეთში ადამიანის გაუჩინარების ბოლო, ყველაზე რეზონანსული საქმე ჩინელ მსახიობს, მოდელს, პროდიუსერსა და მომღერალს, ფან ბინბინს უკავშირდება. რამდენიმე თვის განმავლობაში, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობდა. 17 ოქტომბერს ის კვლავ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. გაირკვა, რომ ამ დროის განმავლობაში ის ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ „გააქრო“. მაშინ მედია წერდა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მის მრავალმილიონიან ქონებას ვერ ეგუება და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოგონილი მიზეზით, - გადასახადებისგან თავის არიდების გამო, 883 მილიონი იუანით ($129 მილიონით) დააჯარიმა.