
მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცი გადახტა
- 06/12/18
- 688 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ქუთაისში მდინარე რიონიდან მაშველებმა 26 წლის ახალგაზრდა ამოიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი უვნებელია და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მდინარეში თეთრი ხიდიდან გადახტა. ადგილზე დროულად მივიდნენ მაშველები და ახალგაზრდა გადაარჩინეს.
ირაკლი ვაჩიბერაძე