გაძარცვული ავტომობილები თბილისის უბნებში (8 ფოტო)

თბილისში, ბოლო დღეებია ავტომანქანების მასიური გაქურდვა ხდება. დაზარალებულბი ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

წუხელ ღამით "ტოიოტა აქვას" მარკის ავტომობილები გაძარცვეს. ვარკეთილში მდებარე "აქვაზე"  ჩამტვრეულია უკანა პატარა შუშა და წაღებულია უკანა ფარები. მეორე შემთხვევაში კი მოპარულია ავტომობილის სხვა ნაწილები.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა გუშინ ღამეც. მძარცველებმა "ტოიოტა აქვას" უკანა ფარები მოხსნეს და წაიღეს. ჩამტვრეულია უკანა პატარა შუშაც. 

როგორც დაზარალებულები ყვებიან,  ამ დრომდე არცერთი ბრალდებული არ არის დაკავებული.