
საინტერესო ტესტი ფსიქოლოგებისგან - სახლში არსებულ უწესრიგობაზე
- 07/12/18
- 1424 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ვიღაცამ ლოგინი არ აალაგა, ვიღაცამ ჭურჭელი არ დარეცხა, ვიღაცამ ნივთები მიყრილ-მოყრილი დატოვა. ყველა ჩვენგანს მოსვლია მსგავსი რამ, თუმცა ზოგიერთისთვის ეს ძალიან ცუდი ჩვევა და ყოველდღიურობაა.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამაშიც არის რაღაც და ხშირად, მსგავს ჩვევებში ფარულად არც ისე ცუდი შინაგანი თვისებებიც კი იმალება. ეგ კი არა, სისუფთავეზე ზღვარგადასული ფიქრი ნერვული აშლილობის ნიშანიც კი ყოფილა, წვრილმანი უწესრიგობები კი ადამიანის პიროვნების მრავალფეროვნებზე მეტყველებს.
არეული სახლის მიხედვით თურმე ადამიანის ხასიათის გაგებაც არის შესაძლებელი.
1. მაგიდაზე დატოვებული ყავიანი ჭიქა
ამ ადამიანში იმალება ფარული
დიქტატორი, რომელიც ყველას და ყველაფერს უნდა მართავდეს და აკონტროლობდეს. მას ყოველთვის გააჩნია ამა თუ იმ შემთხვევისთვის მომზადებული სათადარიგო გეგმა. ასეთი ადამიანი ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს. ის არ თვლის, რომ მისი ჭიქა მან უნდა გარეცხოს, მას ჭიქა უნდა გაურეცხონ.
2. გაურეცხავი ჭურჭელი
თუ ადამიანი ჭურჭელს მაშინვე არ რეცხავს და ნიჟარაში ახვავებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ მას საკუთარი თავი ძალიან უყვარს. ის თვლის, რომ ჭურჭლის რეცხვა მისი საქმე არ არის. ასეთი ადამიანი, როგორც წესი, ძალიან კომუნიკაბელურია. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. მისი მთავარი უბედურება ის გახლავთ, რომ იშვიათად ფიქრობს მომავალზე და უყვარს ვალების აღება.
3. წინდები საწოლის ქვეშ
ერთი შეხედვით ესეც საშინელი ჩვევაა, თუმცა ფსიქოლოგები თვლიან, რომ ასეთი ადამიანი ძალიან ხელმომჭირნეა და არ უყვარს ფულის უაზროდ ფლანგვა. ასეთი ადამიანები ოჯახს მშვენივრად უძღვებიან.
4. გაუსწორებელი ლოგინი
ამ პუნქტს ბევრი ადამიანი ერგება. ეს ძირითადად ძალიან დაკავებული ადამიანის თვისებაა, რომელსაც არ აქვს დრო აალაგოს ლოგინი - მოვა დაღლილი, ჩაწვება ლოგინში, ასევე გაიხდის ტანსაცმელს და დაიძინებს. ასეთი ადამიანები ძირითადად მარტოები არიან.