ლიზა ყენია მორიგ შეყვარებულს დაშორდა
- 07/12/18
- 1010 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მომღერალი ლიზა ყენია და კალათბურთელი გიორგი ბრაგვაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლიზამ ინსტაგრამზე ფოტო გამოქვეყნა წარწერით - "LIFE IS REALLY BEAUTIFUL WITHOUT YOU "(ცხოვრება, ნამდვილად ლამაზია შენს გარეშე").
ლიზა ხშირად დებდა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ახლა კი მის ინსტაგრამზე გიორგის ყველა ფოტო წაშლილია. უცნობია, რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიზა ყენია ხორვატიაში წავიდა და ერთ-ერთ სასტუმროში, შეფ-მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.
ცნობისთვის, გიორგი ლიზამდე თიკა ჯამბურიას ხვდებოდა. წყვილი სკანდალით დაშორდა, რადგან გიორგიმ თქვა, რომ თიკას უყვარდა და უარს ვერ ეუბნებოდა.