კურიოზული ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში (ვიდეო)

ლეონიძის ქუჩაზე, ავტომობილი მოცურდა და მაღაზიაში შევარდა. არსებული ინფორმაციით "ნისანი"-ს მარკის ავტომობილი მოდებაძის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩაზე გადავიდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურზე ავარდა და მაღაზიის ვიტრინა შეამტვრია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.