
ვინ არის ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა
- 07/12/18
- 871 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ზუგდიდში საპატრულო შენობის წინ, სამარშუტო მიკროავტობუსი ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების ერთ-ერთ უფროსს ალექსანდრე ჩიქოვანს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლის მე-5 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.