ანჯელინა ჯოლიმ კეიტ მიდლტონისგან რჩევა მიიღო
- 08/12/18
- 974 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბოლო პერიოდში, ანჯელინა ჯოლი დაკავებული იყო ფილმის გადაღებებით, რომელიც ლონდონში მიმდინარეობს, მაგრამ როგორც სასახლის ინსაიდერები იუწყებიან, 43 წლის მსახიობმა მაინც გამონახა დრო, რომ პაპარაცებისგან უჩუმრად შეხვედროდა კემბრიჯის ჰერცოგინიას.
„ისინი მაშინ დაახლოვდნენ, როცა საქველმოქმედო კამპანიებში ერთად იღებდნენ მონაწილეობას და ერთმანეთთან ელექტრონული ფოსტის საშუალებით ურთიერთობენ, თუმცა ბოლო შემთხვევა, როცა ისინი საზოგადოებაში ერთად გამოჩნდნენ 2015 წელს იყო, ანჯელინას მაშინ მეუღლე - ბრედ პიტიც ახლდა“ - აღნიშნა წყარომ.
ამჯერად კი, მათ კვლავ შეძლეს ერთმანეთის ნახვა, მათი საუბარი ანჯელინასა და ბრედის გაშორების საკითხსაც შეეხო.
წყაროს ცნობით, ანჯელინამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ყოფილ მეუღლესთან ბოლო დროს აქვს და ისიც აღნიშნა, რომ ანჯელინასთვის საკმაოდ რთულია 6 შვილის მეუღლის გარეშე გაზრდაც.
როგორც ინსაიდერებისგან ირკვევა, ქეითმა ანჯელინას მეუღლესთან შერიგება ურჩია.
„ქეითმა აღნიშნა, რომ ანჯელინა და ბრედი არაჩვეულებრივი წყვილი იყო და თუ კი მსახიობს შეუძლია ყველაფრის თავიდან დაწყება, ნამდვილად ღირს მათი კვლავ შერიგება“ -წერია ინტერვიუში.