ანი ტყებუჩავამ ფეისბუქზე ახალი, თავგადაპარსული სურათი გამოაქვეყნა

მსახიობ ანი ტყებუჩავას პოპულარობა ნინას როლმა მოუტანა სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები". სეზონების განმავლობაში მას ბევრი პრობლემის გადაჭრა მოუწია სერიალში - ხან ქმრის ღალატის გამო ნერვიულობდა, ხან ძალადობის მსხვერპლ ქალებს იცავდა... ამ ბოლო სეზონზე კი განსაკუთრებულად რთული განსაცდელი ერგო მის გმრის - ნინა ამჯერად სიმსივნეს ებრძვის... 

როლმა ფიზიკური გარდასახვაც მოითხოვა და ანამ ესეც გულწრფელად და დამაჯერებლად ითამაშა, შეიძლება ითქვას, მეტისმეტადაც - მას თმა პირდაპირ მაყურებლის თვალწინ გადაპარსეს... 

ალბათ სწორედ ეს დამაჯერებლობა და გულწრფელობა, აქტუალობა და რეალისტურობაა, რამაც მოუტანა წარმატება არა მხოლოდ
ანას, არამედ მის კოლეგებსაც...