
ამ მოწყობილობამ ათასობით ქალის სიცოცხლე იხსნა - უმარტივესი პრობლემები გამაოგნებელი შედეგებით
- 2015-01-11 20:58:50
- 44932 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მთელ მსოფლიოში უამრავი ქალია, რომლის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული არ არის. ქალები უფრო მეტად ექცევიან სხვადასხვა რისკის ქვეშ, მათ შორის, აივ/შიდისის დაავადების, მალარიის, პნევმონიის, სექსუალური ძალადობის თუ გენდერული უუფლებობის. ბევრი პრობლემა ღრმა კულტურულ-ტრადიციული სიღრმიდან მომდინარეობს და მათ წინააღმდეგ ბრძოლას ათწლეულები სჭირდება, სამაგიეროდ უმარტივესი პრობლემებიც კი გამაოგნებელი შედეგებით სრულდება. აღმოჩნდა, რომ ისეთი ბუნებრივი მოვლენაც კი, როგორიც მენსტრუაციაა, მსოფლიოში უამრავი ქალისთვის უზარმაზარი დაბრკოლებების შემქნელია. თავის არასწორი მოვლის გამო მათი ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება.
კენიაში ერთი შეკვრა ჰიგიენური საფენი 1 დოლარამდე ღირს. ეს შეიძლება მინიმალურ თანხად მოგეჩვენოთ, თუმცა საშუალო კენიელის დღიური შემოსავალი მხოლოდ 1,5 დოლარია, ანუ ქალებს ამ საფენების შესაძენი ფული არ აქვთ.
უფულობის გამო ადგილობრივი ქალები და გოგონები კრიტიკულ დღეებში საფენების მაგივრად ფოთლებს, გაზეთებს, ჩვრებს, ლეიბის ნარჩენებს იყენებენ. გარდა იმისა, რომ ეს მეთოდები ვერ იცავს, სერიოზული ინფექციების წყარო ხდება. აღარაფერს ვამბობთ დისკომფორტზე.
წაიკითხეთ სრულად