3 ჯადოსნური დღე დეკემბერში, როცა შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლი თუ მოინდომებ

თუ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა გსურთ, იცოდეთ, რომ დეკემბერი ამის შესაძლებლობას გაძლევთ. 

ყველაფერი მხოლოდ თქვენ ძალისხმევაზეა დამოკიდებული, და კიდევ იმაზე, რომ იცოდეთ, რომელი დღეებია ხელსაყრელი ახალი წამოწყებებისა და ოცნებების განსახორციელებლად. 

აი, ეს განსაკუთრებულად ძლიერი დღეებიც: 

7 დეკემბერი - ახალი საქმეების დღე

ეს ახალი წამოწყებების დღეა. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, აუცილებლად იქნება წარმატებული. 7 დეკემბერს იოლად სრულდება მატერიალური და ფინანსური სურვილები.

21 დეკემბერი - სურვილების დღე

ეს ის დღეა, როცა ყველაფერი ბუმერანგივით მუშაობს. იმისათვის, რომ სურვილები აგისრულდეთ, მხოლოდ სიკეთე და მშვიდობა უსურვეთ ყველას და მოულოდნელ მომენტში პოზიტივი პოზიტივად დაგიბრუნდებათ.

31 დეკემბერი - ოცნებების ასრულების დღე

დააპროგრამეთ თავი პოზიტივზე. ხშირად გაიმეორეთ ფრაზა: 
„ყველაფერ ცუდს ვუშვებ, ყველაფერ კარგს კი ვამრავლებ“. 
ნახავთ, როგორ შეიცვლება უკეთესობისკენ თქვენი ცხოვრება.