კობახიძე და კალაძე თანამდებობებს ტოვებენ? – რას ვერ პატიობს იავნიშვილი მათ

„ნიუპოსტისთვის" კულუარებიდან კიდევ ერთი ცვლილების შესახებ ხდება ცნობილი. ამჯერად ლაპარაკია „ქართული ოცნების" ლიდერშიფის ე.წ. გადახალისებაზე. კულუარებიდან მიღებული ინფორმაციით, პარტიულ თნამდებობებს დატოვებენ კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე, თუმცა არ სახედლება, თუ ვინ დაიკავებს აღმასრულებელი ან გენერალური მდივნის პოსტს.

ამასთან, კულუარებში ამბობენ, რომ კალაძე-კობახიძის მიმართ ბიძინა ივანიშვილის განაწყენების საბაბი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გახდა, რა დროსაც სალომე ზურაბიშილმა არჩევნები, პრინციპში, წააგო. სწორედ მაშინ დადგა დღის წესრიგში „ოცნების" აღმასრულებელი და გენერალური მდივნების შეცვლის საკითხი.