ეს "მაკარენას" მოცეკვავე ქართველების რძალი გახდა
- 2015-01-12 09:12:00
- 2183 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მუსიკალურ FM სიხშირეზე აჟღერებულმა ძველმა სიმღერამ რამდენიმე წუთით ბავშვობაში დამაბრუნა. სიმღერა "მაკარენამ" ჩემი კლასელი გოგონების ზეიმისთვის დადგმული ცეკვა გამახსენა. ყველა დროის გამორჩეული სიმღერის მრავალრიცხოვანი ვიდეორგოლიდან ყველაზე დიდი პოპულარობა ერთ-ერთმა მოიპოვა. კლიპი, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების რამდენიმე ულამაზესი გოგონა ცეკვავდა, თავის დროზე ყველა მუსიკალური გადაცემების TOP-ათეულის პირველ ადგილს იკავებდა, იმ გოგონებზე კი მსოფლიოს ბევრი მამაკაცი ოცნებობდა. წლები გავიდა და ერთ-ერთი მათგანი, ფერადკანიანი ბრაზილიელი სამბას მოცეკვავე, ქართველების რძალი გახდა.
ეს ისტორია ჰოლივუდური ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა, რეალობაა და რამდენიმე თვის წინ "ჰეფი ენდით" დასრულდა. ქართლელმა 30 წლის ზურა დოდაშვილმა და 36 წლის ბრაზილიელმა დენი დასივაგომესმა ერთმანეთი გერმანიაში, ქალაქ ჰაგენის ერთ-ერთ ინტერნეტკაფეში გაიცნეს. უბრალო ნაცნობობა ჯერ - მეგობრობაში, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა, ცოტა ხნის წინ კი სამოქალაქო ქორწინებით დაგვირგვინდა.
ოთხი წლის წინ, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ზურა დოდაშვილი, სამსახურის საძებნელად გერმანიაში გაემგზავრა: - გერმანიაში, საბავშვო თეატრში, რეჟისორის ასისტენტად ვმუშაობდი, თან ტურიზმსა და მენეჯმენტს ვსწავლობდი, ინტერნეტკაფეში დენის გაცნობის შემდეგ კი ჩემი ცხოვრება შეიცვალა. დენი შემიყვარდა და ქართულ-ბრაზილიური ოჯახი შევქმენით.
წაიკითხეთ სრულად