განაჩენი, რომელიც შვილების ყოლას გიკრძალავს!

სახლის ბინადრები მაია შიშნიაშვილს როგორც კი მოიხელთებენ, ერთსა და იმავეს მერამდენედ უმეორებენ
- მე შენ მიყვარხარ!

"გოჩასა და ნათიას ერთმანეთი ჯერ კიდევ პანსიონატში შეუყვარდათ. ორი შვილიც შეეძინათ, მაგრამ იმის გამო, რომ სახელმწიფომ ისინი ქმედუუნაროდ აღიარა, მათ კანონი შვილის გაზრდის უფლებას არ აძლევს, გოჩას და ნათიას შვილები მხოლოდ ფოტოებზე ჰყავთ ნანახი"

საქართველოში დაახლოებით ასი ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს. უმეტესობას მზრუნველი ჰყავს და ოჯახურ გარემოშია, რამდენიმე ასეული კი პანსიონატებსა და სხვა მსგავსი დანიშნულების ინსტიტუციებში საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ.

თამარი, გოჩა, ნათია, ირინა, დიმა - 13 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დღეს გურჯაანში რამდენიმე ოჯახად ცხოვრობს. სამი წლის წინ მათ საკუთარი სურვილით დატოვეს იმ დაწესებულების კედლები, რომლებიც დღემდე ბევრ შემზარავ საიდუმლოს ინახავს. წარსულის გახსენება ყველას უმძიმს. ჰყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც სრულწლოვანები გახდნენ, ბავშვთა სახლებიდან პანსიონატებში გადაიყვანეს, სადაც ფიზიკური პრობლემების თუ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები ერთ ჭერქვეშ, გარე სამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობენ. დეტალების გახსენება აღარ სურთ და დღევანდელ მდგომარეობას მეორედ დაბადებას ადარებენ. ყველაფერი საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ხელი ხელს" ინიციატივით დაიწყო.

მაია შიშნიაშვილი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ხელი ხელს" ხელმძღვანელი: "სამი წლის იყო ჩემი შვილი, როცა ხანგრძლივი კვლევების შემდეგ იშვიათი დაავადება, ანგელმანის სინდრომი დაუდგინეს. ბავშვს აქვს ეპილეფსია, ატაქსია, ბალანსის დარღვევა, მეტყველების არქონა... ახლა ლევანი 9 წლისაა და ამ ხნის განმავლობაში თითქმის ყველაფერი გავაკეთე მისთვის: კარგ ექიმებთან დამყავს, პედაგოგიც ჰყავს... თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, სულ მქონდა მომავლის შიში. მეშინოდა, რა იქნებოდა მაშინ, როცა მე ლევანის გვერდით აღარ ვიქნებოდი. ამიტომაც დავინტერესდი, ჩვენს ქვეყანაში სად ხვდებოდნენ ასეთი ადამიანები და აღმოვაჩინე, რომ ეს არის ინსტიტუციები, სადაც მათ აჭმევენ, ასმევენ და ელემენტარული ჰიგიენის პირობებს უქმნიან. მათ არავინ ეკითხება, რას გრძნობენ, რა მოსწონთ, რა უყვართ ან რისი გაკეთება შეუძლიათ. შემზარა პერსპექტივამ, რომ ოდესღაც შესაძლოა ჩემი შვილიც ამ გარემოში მოხვედრილიყო, ამიტომ დავიწყე უცხოეთის მაგალითების მოძიება.

წაიკითხეთ  სრულად



იხილეთ  სიუჟეტი