მის სამყაროს ერთ-ერთი კონკურსანტი, რომელზეც რამდენიმე დღეა ძებნაა გამოცხადებული იპოვეს

"მის სამყაროს“ ერთერთი კონკურსანტი, სიერა-ლეონელი ესტერ ბანგურა, რომელიც სამშობლოდან ტაილანდში მიმავალ გზაზე "დაიკარგა", ნაპოვნია. გოგონა უკვე ტაილანდში იმყოფება. 
ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოფიციალური ინსტაგრამი ავრცელებს.
„მოგესალმებით მის სიერა ლეონეს თაყვანისმცემელებსა და მხარდამჭერებს. მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერისა და შეწუხებისთვის. ის თავს კარგად გრძნობს და როგოც იქნა ტაილანდში იმყოფება , მაგრამ არა როგორც მონაწილე, არამედ როგორც ყველაზე პრესტიჟული კონკურსის გულშემატკივარი" - ნათქვამია განცხადებაში.

მის სიერა -ლეონეს მხარამჭერები ვარაუდობენ, რომ გოგონა კონკურსიდან მოხსნეს, რადგან მან რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრო.


შეგახსენებთ, "მის სამყაროს" კონკურსის ყველა მონაწილე ტაილანდში თვითმფრინავით ჩაფრინდა, მხოლოდ ბანგურამ გადაწყვიტა ტაილანდისკენ გემით გამგზავრებულიყო, რის გამოც ტაილანდში ჩასვლა დააგვიანდა.