ვინც მუშაობს და ამავდროულად ჰყავს ოჯახი, ყველა გამიგებს...

ბოლო პერიოდში „კომედი შოუს“ მსახიობმა და „ვანოს შოუს“ მუსიკალური ბენდის ხელმძღვანელმა თამუნა ლეკვეიშვილმა იმიჯი შეიცვალა, წონაშიც დაიკლო და არაჩვეულებრივადაც გამოიყურება. წარმატებულ კარიერასთან ერთად, თამუნას პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზე აქვს - მუსიკოსი მეუღლე გიგი ოქროპირიძე და სამი შვილი ჰყავს. მსახიობს შვილებზე, ოჯახსა და თავის მოვლაზე ვესაუბრეთ. 

- იქიდან გამომდინარე, რომ „ვანოს შოუ“ ივლისის ბოლომდე ეთერშია, მეც და ბავშვებსაც თბილისში გვიწევს ყოფნა, აგვისტოში ჯერ ბაკურიანის ხეობაში ვაპირებთ წასვლას, შემდეგ ზღვაზე გადავინაცვლებთ - შეკვეთილში გვინდა ბავშვები წავიყვანოთ.

- ახლა რამდენი წლისანი არიან შენი
შვილები?
- უფროსი, ანუ ნინი არის 7 წლის, ნიკოლოზი - 5, ელენე-3.

- ნინისთვის პირველი სასწავლო წელი დასრულდა, როგორ გაიარეთ ეს ახალი ეტაპი?
- როცა ბავშვი შედის პირველ კლასში, მასთან ერთად ალბათ ყველა მშობელი ნერვიულობს და მეც არ ვიყავი გამონაკლისი, ვღლეავდი, როგორ შეეგუებოდა სკოლას, სწავლის საკითხი როგორ იქნებოდა და ა.შ. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ სკოლა ნინის ცხოვრებაში ძალიან კარგად შემოვიდა. ნიუტონის თავისუფალ სკოლაში დადის, სადაც სწავლების მეთოდი ბავშვების ფსიქოლოგიაზე მორგებულია, თამაშ-თამაშით ასწავლიან და ეს ყველაფერი რასაკვირველია პატარებზე კარგად აისახება. შედეგად, ნინის ძალიან შეუყვარდა სკოლაში სიარული, მეტიც, უკვე ენატრება კიდეც. ნიკოლოზი და ელენე ჯერ  ისევ ბაღში რჩებიან.  განაგრძეთ