რძალიც ებრაელი მყავს და შვილიშვილებიც ებრაელები მეყოლება

მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან ისრაელელ პოლიტტექნოლოგს მოშე კლიუგჰაფტს, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდა, „ებრაელი აფერისტი“ უწოდა. რატომ თქვა ასე საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და არის თუ არა იგი საერთოდ ანტისემიტი, მიხეილ სააკაშვილმა ისრაელის რუსულენოვანი ტელეარხ «9 канал»-ის ეთერში, მთავარ რედაქტორთან, ჟურნალისტ დიმიტრი დუბოვის საავტორო გადაცემა «Война и мир»-ში ისაუბრა. 

ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უარყო ბრალდება ანტისემიტიზმში და კვლავ დაადასტურა თავისი გამონათქვამი მოშე კლიუგჰაფტის
მიმართ, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების მთავარ ავტორადაა მიჩნეული. მიხეილ სააკაშვილმა, შეიძლება ითქვას, „გადაურა“თავის უკრაინელ და ქართველ ოპონენტებს, ილაპარაკა ებრაელებთან დამოკიდებულებაზე, დონალდ ტრამპზე და ვლადიმერ პუტინზე.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- მიხეილ ნიკოლოზოვიჩ, მოგესალმებით.
- შალომ. როგორ ხართ?
- შალომ. არა გვიშავს, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, მაგრამ აი, 
თქვენ ანტისემტიზმში დაგადანაშაულეს, რადგან მოშე კლიუგჰაფტს, ისრაელელ პოლიტტექნოლოგს „ებრაელი აფერისტი“ უწოდეთ.
- მე ვთქვი, რომ ისრაელელი აფერისტი ქართველ აფერისტის დასახმარებლად მივიდა და რომ ეს აფერისტთა საერთაშორისო კონსორციუმია-მეთქი. მე შემიძლია ჩემი ნათქვამი დავადასტურო. არ ვფიქრობ, რომ ჩემი ნათქვამი ებრაელებს რამენაირად ეხება. აფერისტები სხვადასხვანაირები არიან. მაგალითად, ამერიკელი აფერისტი პოლ მანაფორტი, ქართველი - ბიძინა ივანიშვილი, ისრაელელი - მოშე კლიუგჰაფტი. ასეთი ადამიანები ბევრ ქვეყანაშია და ვთვლი, რომ ჩემთვის ანტისემტიზმის დაბრალება, უბრალოდ, უხამსი ქმედებაა. გადახედეთ ჩემს ცხოვრებას: მე სინამდვილეში მოსიარულე ინტერნაციონალისტი ვარ. როცა პრეზიდენტი ვიყავი, ჩვენს მთავრობაში იყო თავდაცვის მინისტრი, ქართველი ებრაელი დავით კეზერაშვილი, პირველ ვიცე-პრემიერად თემურ იაკობაშვილი, რომელიც ჩემი მეგობარი. ოდესის ოლქის გუბერნატორობის დროს ჩემი სამი მოადგილე ებრაელი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი რძალი ებრაელია და შვილიშვილებიც ებრაელები მეყოლება. აბა, როგორი ანტისემიტი ვარ? განა ჩემთვის ანტისემიტობის დაბრალება შეიძლება?

- მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ებრაული თემის ბევრი წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილის ბანაკში აღმოჩნდა. თქვენი აზრით, ხომ არ უკავშირდება ეს ამბავი იმას, რომ თავის დროზე თქვენ ცუდი ურთიერთთობა გქონდათ ბადრი პატარკაციშვილთან?
- მაშინ მე ვიტყოდი, რომ ბადრი პატარკაციშვილის დროს მთელ ისრაელში იქაურმა ქართველებმა ბილბორდები დადგეს წარწერით „ჩვენ მხარს ყველა მიშას ვუჭერთ“. ბადრი პატარკაციშვილმა აშდოდში ვიღაც პროვოკატორები გაგზავნა ებრაელთა კრებაზე (სხვათა შორის, იმ ქალაქში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი), მაგრამ იმ პროვოკატორებს თვითონ კრების მონაწილეებმა გასცეს პასუხი... მინდა ისრაელის მიმართ ისევ ჩემს დამოკიდებულებაზე ვთქვა: როცა ჰაიფას ბომბავდნენ, ყველა ლიდერმა ვიზიტი გადადო, მე განგებ ჩავედი ჰაიფას უნივერსიტეტში, ლექცია წავიკითხე და საპატიო დოქტორის წოდებაც მომანიჭეს.   განაგრძეთ  კითხვა