5 ვარსკვლავი, რომელიც საქართველობ 2018 წელს აღმოაჩინა

გიორგი გილიგაშვილი
„ჩემმა მზემ“ - ეს ფრაზა ყველაზე სწრაფად გაგახსენებთ წლევანდელ დასამახსოვრებელ გამონათქვამებს შორის მაღალ და წარმოსადეგი შესახედაობის მქონე ახალგაზრდა კაცს. მომღერალი, ჩოხოსანი, მსახიობი - გიორგი გილიგაშვილი „პრაიმ შოუში“ გაკეთებული ამ გახმაურებული ფრაზის შემდეგ 2018 წლის ფინალში უკვე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შოუში წარმოგვიდგენს ახალ შესაძლებლობებს.

 

თამარ ედილაშვილი
სკოლა-ლიცეუმ NK-ის 13 წლის მოსწავლე პარალელურად ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელში, ვოკალის ფაკულტეტზე სწავლობს. წელს ის საქართველოს სახელით მე-13 ნომრად გავიდა საბავშვო "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე და მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში გამარჯვებული პოლონელი როქსანა ვეგიელი გახდა, თამარმა ქულების რაოდენობით მერვე ადგილი დაიკავა და მომავალში გამარჯვების იმედით მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის.

დარია სუხიშვილი
სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლის პოპულარობა მათი შემოქმედებითაც ურყევია, თუმცა წელს განსაკუთრებული ყურადღება ილიკო სუხიშვილის ქალიშვილებმა - ლიზა და დარია სუხიშვილებმა მიიპყრეს. ლიზას ჯერ მხოლოდ ფოტოებით იცნობს საზოგადოება, დარია კი რამდენიმე ინტერვიუთი გაიცნეს. მართალია, ქორეოგრაფიულ მიმართულებას არ მიჰყვება, მაგრამ ანსამბლთან ერთად მოგზაურობამ ახალი მისწრაფება გაუჩინა. ის ფოტოგრაფია და ახლა არტის მიმართულებით აგრძელებს სწავლას ფლორენციის ხელოვნების სკოლაში. იმედოვნებს, რომ შემდეგ ფოტოგამოფენასაც მალე მოაწყობს.  განაგრძეთ  კითხვა