ნოკია ბაზარზე 26 დოლარიანი სენსორიანი ტელეფონით ბრუნდება

2007 წელს Nokia-მ მიიღო მცდარი გადაწყვეტილება და მობილური ინდუსტრიის ლიდერობიდან ღრმა აუტსაიდერებში გადაინაცვლა. თუმცა 10 წლის წინ ფინურ გრანდს ჰქონდა მსოფლიოში საუკეთესო სმარტფონების მწარმოებლად გადაქცევის რეალური შანსები.

მაშინ კომპანია მუშაობდა ახალ მოდელზე Nokia Aeon, რომლის მთავარი თავისებურება იყო სენსორული დისპლეი, რომელიც ტელეფონის მთელს ზედაპირს ფარავდა.

უცნობია, რა დააკლდა მაშინ Nokia-ს - ფული, ტექნოლოგიები თუ ავანტიურიზმის სული, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, კომპანიამ აირჩია განვითარების კონცეფციად წარუმატებელი Lumia, რომლის საფუძველში ედო კიდევ უფრო წარუმატებელი Windows Mobile.

ამის შემდეგ კომპანიამ ფაქტობრივად შეწვიტა საქმიანობა. გავიდა 10 წელი, ბაზარზე უამრავი სმარტფონი გამოჩნდა, რომლებიც ხან ფეთქდება და ხან იწვის. დღეს უკვე არავის არ უკვირს ტელეფონი, რომლის მთელი ზედაპირი დაფარულია სენსორული დისპლეით, თუმცა Nokia ბრუნდება და ცდილობს დროის მანქნის მეშვეობით აღმოჩნდეს იმ საბედისწერო 2007-ში, როდესაც არასწორი არჩევანი გაკეთდა.

მოდელს, რომელზეც ამჟამად მუშაობს Nokia ოფიციალურად ჰქვია Nokia-150. ამის გარდა, კონპანია ამზადებს გენიალურ მარკეტინგულ სვლას, რაც იმაში გამოიხატება, რომ მისი თვითღირებულება იქნება 26 დოლარად.
უეჭველია, რომ ძვირი და დიდი ტელეფონებით გაჯერებული ბაზარი სიამოვნებით მიიღებს მინიატურულ და ლამაზ Nokia-ს, ამით კი მისცემს ბრენდს მეორე შანსს. თუმცა ისმის კითხვა - რისთვის იყო აუცილებელი 10 წლის დაკარგვა და დღეს 26 დოლარად ისეთი ტელეფონის გაყიდვა, რომელიც უნდა ღირდეს 2000 დოლარი? თუმცა, აშკარაა, რომ ცხოვრებაში ყველა უშვბებს შეცდომებს, მათ შორის გიგანტური კორპორაციებიც...