ზურა შევარდნაძემ ქალიშვილის სახელის საიდუმლო გაასაჯაროვა

ესმა ბებია ასკანელი თალაკვაძის ქალი იყო, ლადიმე ბაბუბუასთან ერთად წულაძეების ოჯახში, ბახვში 80 წელი იცხოვრა. ერთი ქალი, ქეთო და 4 ვაჟი, შალვა, შოთა, შაქრო და გაბილა გაზარდა. შაქრო და გაბილა ტყუპები იყვნენ. ახოვანი და კარგი შესახედები, ლაღები ყოფილან, მხიარულები და უსაშველოდ შრომისმოყვარე, დიდი ოჯახი ქონდათ.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ძალიან მალე ისე როგორც თითქმის ყველა ოჯახში მოსულა წერილი, ორ უფროს ვაჟს შალვას და შოთას ომში იწვევდნენ. მშვიდად შეხვედრია ბებია ამ ამბავს. ვახშამზე, შუაცეცხლთან ტყუპ ძმებს უთქვამთ, როგორ დავრჩებით შინ როცაჩვენი ორი ძმა ომში წავა, ჩვენც წავალთ და მაათთან ერთად ვიომებთო. არ შეეწინააღმდეგა შვილებს მამა და ყვებიან, რომ ესმა ბებიამ მოუწონაო კიდეც გადაწყვეტილება ბიჭებს. 

ოზურგეთის რკინიგზის სადგურიდან გააცილეს ბახვიდან ბევრი ახალგაზრდა და ესმამ და ლადიმემ 4 ვაჟიშვილი ერთად ომში. ესმას კურცხალი არ გვინახავსო ამასაც ყვებიან, იდგა გამეხებული და გულში ლოცულობდაო, თავისთვის...
სადგურიდან სოფელში ფეხით დაბრუნებულა ლამის მთელი სოფელი, დუაბზუში ესმა თანასოფლელებს გამოეყო და ასე ისურვა, ბჟუჯის რიყეს გაუყვა თურმე მარტო. რიყეზუ უპოვნია ნახვრეტიანი კარგად მოზრდილი ქვა, ცახოცისთვის ნაპირი ჩამოუხევია და გულზე დაუკიდებია. ზუსტად ეს ამბავი არავინ იცოდა, ქვას საგულდაგულოდ მალავდა თავსაფრებისა და ხილაბანდებისქვეშ. ის კი ყველამ იცოდა, რომ სახლში დაბრუნებულს ლეიბი დაბლა ჩამოუგდია და ექვს წელიწადზე მეტი, კაბაგაუხდელს ძელის ტახტზე ფარდაგზე ეძინა.

ომში წასული ბიჭების უმრავლესობა ქერჩში დაიხოცა, არ დარჩა ბახვში ოჯახი ვინც არ გლოვობდა, დაობლდნენ შვილები, დაქვრივდნენ ქალები, კვირაში ორჯერ, სამჯერ შეიცხადიებდნენ თურმე ხან რომელ და ხან რომელ მეზობელს, მოყვარეს, ნათესავს. ჩვენი სოფლიდან წასული 128 ჯარისკაცი არ დაბრუნებულა შინ. ესმა ბებიამ ყველა იგლოვა, ყველაზე შავი ატარა, ყველა შეიცხადა და საკურთხი უკეთა. თითონ კი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ მისი ოთხივე შვილი დაბრუნდება, ვერავინ ვერ უბედავდა შეკითხვას, ცხოვრობდა, შრომობდა,ელოდა..  განაგრძეთ  კითხვა