ხუმრობის გარეშე ვწერ ეხლა და არც პოლიტიკურად აღგზნებული ვარ...

ხუმრობის გარეშე ვწერ ეხლა, და არც პოლიტიკურად აგზნებული ვარ ((((
უბრალო, ადამიანურ ურთიერთობებზე
იმაზე, რაც მართლა ყველაზე ძვირფასია (უნდა იყოს წესით)
უნდა იყოს, მაგრამ აღარ არის. 
რა შეძლო ამ კაცმა? პრეზიდენტყოფილ სააკაშვილზე ვწერ. 
რა შეძლო და
(არ ვეხები არც შენებას, არც ნგრევას, არც ციხეებს, არც წამებას, არც ჩახოცვებს....)
ისევ უბრალო ადამიანურ ურთიერთობებს შევეხები და მითხარით, იქნებ ვცდები
მან შეძლო ის, რომ:
საზოგადოება, ქართველობა გაყო ორად. 
ჩააგდო "ჩორტები" უახლოეს ადამიანებს შორის;
დააპირისპირა თანამშრომლები, მეგობრები, ნათელ-მირონები;
პრესტიჟული და შესაქები გახადა დასმენა, ჩაშვება;
ჩამშვებთა წახალისება! 
ერთმანეთს წაკიდა ისეთი უწყინარი ტიპებიც კი, როგორებიც იყვნენ "რა სად როდის" ტელეშოუს ჭკვიანი საყვარელი ბიჭები;
პოლიტიკურად სრულიად უფერული და არაქარიზმატული, საკმაოდ სიმპატიური ერთ-ერთი ტელეწამყვანი-ზალიკო უდუმაშვილი შეაზიზღა ხალხს;
გასვარა მომღერლები და მოცეკვავეები თავის ბინძურ პოლიტიკაში;
ადამიანებს შეაძულა პოლიცია (რომელიც კარგად ჩაცმული და აღჭურვილი კი გახადა, მაგრამ პირდაპირ სიკვდილთან და ძალადობასთან გახადა ასოცირებული)
აკრძალა რესტორანში რუსული სიმღერები და ამით ახალგაზრდობას დაუხატა მტრის ხატი, გააბოროტა ზოგიერთი მათგანი და ტურისტების მანქანები ამტვრევინა..
მისმა ძალადობრივმა "მანქანამ" და მეგისას კამერამ დაანგრია ოჯახები, დააშინა და დააშანტაჟა ადამიანები...
"დაავერბოვკა" და საზიზღრობები ალაპარაკა უამრავ ადამიანს;
დათესა პანიკა, ეჭვი, გათიშა და
იბატონა.
უფრო ვრცლად წერა მეზარება...
გაღიზიანდიით?
მაშინ ჩამოჯექით სულ ცოტა ხნით და გადათვალეთ-
რამდენ თქვენთვის საყვარელ ადამიანთან გაგიფუჭდათ ურთიერთობა...
რამდენჯერ ჩავარდით უხერხულობაში. 
ვამეტებ ნეტა ეხლა მე რაიმეს? არ ვიცი.
 


ნინო  ახობაძე