უსახლკარო კაცს საავადმყოფოსთან ოთხი ძაღლი ელოდებოდა

უსახლკარო კაცს, ცეზარს, საავადმყოფოში მკურნალობის დროს მისაღებში 4 ძაღლი ელოდებოდა.

ძაღლები ღამის მორიგე ექიმმა კრის მამპრინმა ნახა.

"უბრალო ადამიანს სიმდიდრის გარეშე, ადამიანს, რომელსაც შიმშილის, სიცივის, ტკივილის დასამარცხებლად სხვა ადამიანების დახმარება სჭირდება, ელოდებოდნენ საუკეთესო კომპანიონები საავადმყოფოს კარში", - დაწერა ექიმმა.