"ინგა არ მოველოდი თქვენგან, რა თქმა არის ეს?"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა "რეაქციის" ეთერში წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ იმ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რა დროსაც "ქართული ოცნების" დეპუტატ ენზელ მკოიანსა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გიორგი ვოლსკის თქმით, ის იმყოფებოდა ახალქალაქში და ვითარება სულ სხვაგვარი იყო, ვიდრე ეს მედიით გაშუქდა, რაზეც ინგა გრიგოლიამ ჰკითხა, "ასე აპრავებს ქართული ოცნება ენზელ მკოიანს? – ჟურნალისტის ამ კითხვაზე გიორგი ვოლსკიმ მიუგო, რომ მისთვის ეს არის შეურაცხყოფა და არავის "გამპრავებელი" არ არის.