
სახვეწარი გაუხდა მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმა, ვერ გააძღო "უმუშევარი" ქმარ-შვილი...
- 14/12/18
- 1537 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

"ხარჯავენ ასე ნაწვალებ და ნაოფლარ ფულსდა სჯერათ, რომ "გაუმართლა" მშობელს იმით რომ ამერიკელს წმენდენ უკანლს და არა ბერძენს..."
მაშინ, როცა საქართველოში უკიდურესი გაჭირვება იყო, ქართველმა ქალებმა რკინის ქალამნები ჩაიცვეს და ოჯახის გადარჩენაზე ზრუნვა ზოგმა მეუღლესთან ერთად, ზოგმაც კი მარტომ დაიწყო. ერთ-ერთი ნათელი გზა იმ პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლა იყო, იქ თუ "კარგ" სამსახურსაც იპოვნიდა ადამიანი, უნდა ჩაეთავალა, რომ გაუმართლა... ემიგრანტების რაოდენობის თვალსაზრისით სიტუაცია დიდად დღესაც არ შეცვლილა, ისევ წასულები არიან ყველაფერს მონატრებული დედები შვილების და ქმრების საკეთილდღეოდ. საწყენი კი ის არის, რომ ამდენწლიანი შრომის, თავდადების შემდეგ საკუთარ სახლში ხშირად "დაუპატიჟებელი" არასასურველი სტუმრები ხდებიან. სწორედ ამ თემაზე წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ვრცელ სტატუსს, რომელიც სრულიად უცნობი ადამიანისგან მოისმინა:
"საოცარ დიალოგს შევესწარი დღეს მარშრუტკაში, ერთი გოგო შესჩიოდა მეორეს, რომ ნანა ბრუნდებოდა ემიგრაციიდან... ახლაც არ ვიცი, ვინ იყო ის ნანა მისთვის, მაგრამ რომ იცოდეს ნანამ, რა უბედური და დაღუპული იყო მისი ჩამოსვლით ოჯახი, ინატრებდა ჰაერშივე აფეთებოდა თვითმფრინავი... ერთი ამბავი გამახსენა ამ ფაქტმა...
მორიგე ვიყავი სამსახურში, ერთი ჩვენი კლიენტი მოვიდა აღშფოთებული და განერვიულებული, ოქროები მოიხსნა და შემიფასეო, მთხოვა, მანქანის შეცვლა მინდა და თუ დამაკლდა თანხა,მერე დავტოვებო. ვიდრე ნივთებს ვსინჯავდი, მოიოხა გული ჩემთან... დედაზე იყო გაბრაზებული... 8 წელია ამერიკაშიაო, ახლა ატყდა პატარა ბავშვივით, უნდა ჩამოვიდეო, არ მინდა უცხო ქვეყანაში მოვკვდე, ჩემს სახლში მინდაო... სად გაექცევა ეს სახლი, ძლივს ცოტა ამოვისუნთქეთ, ვალი გადავიხადეთ, სახლი ვიყიდეთ, რემონტს ვამთავრებთ, მეტალოს კარ-ფანჯარა და ცენტრალური გათბობა დარჩა, სხვა ყველაფერს მოვრჩიო. ვეუბნები, ბარემ დაგვემთავრებინა ესეც, რო ჩამოვიდეს, აქ რას ვიზამთ, არც მე ვმუშაობ და არც მამაო, ისევ თავიდან უნდა ავიღოთ ვალები და რისთვის იწვალა ამდენიო... ხალხი ნატრობს ამერიკასო, ღმერთის წყალობით გაუმართლა და წავიდა და ასე იოლად წამოვა კაცი იქედანო?!. უკვირდა შვილს... ხელისგულზე გაზრდილს... ბინიანს, მანქანაგამოცვლილს, ცენტრალური გათბობით გამთბარს, მაგრამ მაინც ცივსისხლიანს... და დედას გაწირულს, გაყიდულს... საკუთარ სახლში სიკვდილის უფლებაჩამორთმეულს... განაგრძეთ კითხვა