რა საჩუქარი გაუკეთა მელანია ტრამპმა საახალწლოდ ბავშვებს

13 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ გააგრძელა ცოტა ხნის წინ დაწყებული წინასაახალწლო შეხვედრების ციკლი და ამჯერად ვაშინგტონის საბავშვო ნაციონალური საავადმყოფოს ბენეფიციარებს შეხვდა, რათა მომავალი დღესასწაული მიელოცა.

48 წლის მელანიამ  მცირეწლოვან პაციენტებს საჩუქრები გადასცა.

მოგვიანებით კი, თავადვე წაუკითხა ზღაპრებიც.

ვიზიტისთვის ტრამპმა Tomas Maier-ის მოსაცმელი და თეთრი კაბა მოირგო, რომელსაც Manolo Blahnik-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.