შვილის სიკვდილის შემდეგ მამამ გოგონას ოთახის დალაგება დაიწყო და იქ აღმოჩენილის შემდეგ ტირილი დაიწყო...

ინგლისის გოგონას ლესტერში მცხოვრები აფინა ორჩარდი 16 წლის ლამაზი და მხიარული გოგონა იყო, უყვარდა სიცოცხლე, სპორტი და დედასავით ზრუნავდა თავის ექვს დასა და სამ ძმაზე. გასული წლის დეკემბერი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ერთხელ, სამზარეულოში ფუსფუსის დროს ათინამ გრძნობა დაკარგა. … ექიმების დიაგნოზი სასტიკი იყო-თავის ტვინის სიმსივნე. ეს ნამდვილი შოკი იყო ყველასათვის, ვინც კი ამ სიცოცხლით სავსე გოგონას იცნობდა. ათინას სასწრაფოდ ჩაუტარდა ურთულესი შვიდსაათიანი ოპერაცია თავზე, რასაც ქიმიოთერაპიის კურსი მოჰყვა. ამ მძიმე პროცედურებმა გოგონას წაართვა ლამაზი თმა და სასიცოცხლო ენერგია, მაგრამ არა პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, რომელსაც ერთ წამითაც არ მიუტოვებია იგი რთულ ავადმყოფობასთან სასტიკი და დამქანცველი ბრძოლის პერიოდში და სიკვდილის წინა დღეებშიც კი. სამწუხაროდ, მებრძოლი გოგონა ბოლოს მაინც დამარცხდა უთანასწორო ბრძოლაში, სიკვდილმა კიდევ ერთხელ იზეიმა გამარჯვება ნორჩ სიცოცხლეზე.



დაკრძალვის შემდეგ მწუხარებისაგან განადგურებული მშობლები ათინას ოთახის დალაგებას შეუდგნენ, მზრუნველად აწყობდნენ რა ყუთებში თითოეულ ნივთს, რომლებიც მათ საყვარელ ქალიშვილს ახსენებდა. როცა მამამ სარკე გამოსწია, დაინახა, რომ მისი უკანა მხარე მთლიანად იყო დაფარული მარკერით გაკეთებული წარწერებით. მამამ იცნო ქალიშვილის ხელნაწერი და მისი კითხვა დაიწყო, თუმცა ბოლომდე ჩასვლა ვერ მოახერხა, რადგან ცრემლები ნიაღვარივით წამოვიდნენ მისი თვალებიდან. გზავნილმა, რომელიც ათინამ თავის მშობლებს და მთელ კაცობრიობას დაუტოვა, შეძრა მისი მშობლები და მილიონობით ადამიანის გულში გაალღო ყინული.




აი, რა ეწერა დედ-მამის და მათთან ერთად ყველა ადამიანისადმი მიძღვნილ გზავნილში, რომელიც ათინამ სიკვდილის წინ სარკის უკანა მხარეზე დატოვა: “ჩვენი ბედნიერება თავად ჩვენზეა დამოკიდებული. მთავარი სულაც არაა ბედნიერი დასასრული, მნიშვნელოვანი თავად ისტორიაა.



ბედნიერება – ეს მიმართულებაა და არა მიზანი. მადლობა უთხარი ღმერთს იმისათვის, რომ ამქვეყნად მოგავლინა. იყავი ბედნიერი, თავისუფალი, გწამდეს, იყავი გულით მუდამ ახალგაზრდა; შენ იცი ჩემი სახელი, მაგრამ არ იცი ჩემი ისტორია; შენ ისმენ იმას, თუ რა გავაკეთე მე, მაგრამ არ იცი ის, თუ რა გზის გავლა მომიწია!

სიყვარული ძალიან ჰგავს ფაქიზად დამუშავებულ მინას-ის საოცრად ლამაზია, მაგრამ მსხვრევადი. ნამდვილი სიყვარული იშვიათია, – ცხოვრება ხომ უცნაურია და ამასთან მუდმივი არაფერია… ადამიანებიც იცვლებიან.


შენი ცხოვრების თითოეული დღე – განსაკუთრებულია. გაატარე დღევანდელი დღე სავსე სიცოცხლით, რადგან ხვალ შეიძლება აღმოაჩინო, რომ უკურნებელი სენით ხარ ავად. ცხოვრება მაშინ ხდება ცუდი, როცა ეს შენ თავად გსურს! თუ ვინმეს უყვარხარ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ წახვიდე, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთულია სიტუაცია. გახსოვდეს, რომ ცხოვრება სავსეა აღმასვლით და დაცემით!



მე მინდა ვიყო გოგონა, რომელიც თავისი ცხოვრების ცუდ დღეებს კარგად აქცევს და ამავე დროს სასიკეთოდ ცვლის გარშემომყოფი ადამიანების ცხოვრებას. სიყვარული სულაც არა ნიშნავს იმას, რომ მასზე გამუდმებით ილაპარაკო. ის შენი საქციელით უნდა დაამტკიცო. სიყვარული ქარს ჰგავს – მას ვერ ხედავ, მაგრამ შეიგრძნობ. ძალიან მინდოდა, ვინმე მყვარებოდა და ამ ადამიანისათვის ჩემი გული გამეხსნა, მაგრამ ალბათ ვერ მოვასწრებ ამის გაკეთებას.



ცხოვრება – თამაშია, ხოლო სიყვარული – პრიზია, რომელიც ამ თამაშში გამარჯვებულს ერგება წილად. მხოლოდ მე შემიძლია საკუთარი თავის განსჯა.



ხანდახან ცხოვრებას ტკივილიც მოაქვს. მე ახლა თავად ვებრძვი ტკივილს. ჩემს ცხოვრებაში ოცნებებმა რეალობა შეცვალა. მე მტკივა, მაგრამ არა უშავს, უკვე მივეჩვიე ამას.



ერთ რამეს გთხოვ, ნუ განმსჯი მე! შენ ხომ მხოლოდ იმას ხედავ, რაც მოვისურვე მეჩვენებინა. შენ ხომ არ იცი სიმართლე. მე უბრალოდ მინდა გავიხარო და დავტკბე დარჩენილი ცხოვრებით და ვიყო ბედნიერი ყოველგვარი განსჯის გარეშე.




ეს ჩემი ცხოვრებაა და არა შენი. ასე რომ, ნუ შეგაწუხებს ის, თუ რას ვაკეთებ მე. ადამიანებმა შესაძლოა შეგიძულონ, გაგაკრიტიკონ, შენზე იჭორაონ, ეცდებიან გაგტეხონ, მაგრამ ის, თუ რამდენად შეგიძლია შენი თავის დაცვა, გაქცევს იმად, რაც ხარ! არ იტირო, რადგან ვიცი, რომ ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს!”



ეს მგრძნობიარე სიტყვები სულის სიღრმემდე აღწევს. ათინა ძალიან ჭკვიანი გოგო იყო თავის ასაკთან შედარებით და ბევრი რამის გაგება და შეცნობა მოასწრო ცხოვრებაში. მისი დედის გადმოცემით, გოგონა საოცრად ძლიერი და სიცოცხლისმოყვარული იყო, ფლობდა გამჭრიახ გონებას და უყვარდა წერა. ათინას მშობლები ამბობენ, რომ სათუთად შეინახავენ წარწერებიან სარკეს, რადგან ის მათ აძლევს იმის შეგრძნებას, რომ ათინას სული სულ მათთან ახლოს იქნება.