მორატორიუმი დასრულდა- ელისო კილაძემ ოპოზიციას “დაარტყა“

ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან მორატორიუმი დაასრულა. მისითქმით, ნაც.მოძრაობა არ არის ფორმაში და ვერც აქტივისტების მობილიზება შეძლო, რაც კარგად გამოჩნდა თელავში.

ერთსაც დავწერ და ამ თემას აღარ დავუბრუნდები :

გაერთიანებული ოპოზიცია ფორმაში არაა,შეცდომას შეცდომაზე უშვებს ,არ არსებობს გრძელვადიანი (და არც მოკლევადიანი ) გეგმა ხელისუფლების შესაცვლელად,კამერებთან კეკლუცი მარაზმში გადადის,გულზე მჯიღის ცემასთან ერთად.

ჰო,არანაირი ათი ათასი კაცი და 800 ავტომანქანა დღეს ოპოზიციას არ ყავდა,თელავში ხალხის მობილიზაცია არ მოხდა !
ეს არის მწარე სიმართლე და ეგზალტირებული აქტივი ნუ შემოფრინდებით სტატუსზე !!!
ხელისუფლებასთან ერთად ,მოგიწევთ ჩემი კრიტიკის ატანა !
მორატორიუმი დასრულებულია!“ – ამბობს კილაძე