ორი კვირაა შვილს ვეღარ ვცნობ - რაში ამხილა დედამ 5 წლის ბავშვი

"ორი კვირაა ჩემს შვილს ვეღარ ვცნობ. მართალია, 5 წლის არის და ბევრი არ მოეთხოვება, მაგრამ რამდენიმე დღეა დაძაბული მეჩვენება. გაფანტულია და თითქოს ვერც ერთ ოჯახის წევრს ვერ გვამჩნევს, ტკბილეულს და შოკოლადებს პირს არ აკარებდა და ახლა ბაღშიც კი მიაქვს საჭმელად.  თითქოს არაფერი, მაგრამ ამდენმა ცვლილებამ დამაფიქრა და  გადავწყვიტე, მეტად დავკვირვებოდი. 
ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ ახალი ნაყიდი სათამაშოებიდან აღარც ერთი აღარ ჰქონდა და ვკითხე, რა უყო სათამაშოებს. მიუხედავად იმისა, რომ ცელქია, ტყუილებს თავს ვერ აბამს, თუმცა ამჯერად სცადა და მითხრა, რომსათამაშოები ბაღში დარჩა. ათასი საფიქრალი მაქვს და საბოლოოდ ჩავთვალე, რომ შიოს განსაკუთრებული არაფერი ჭირდა, თუმცა გუშინ მის ოთახში გასანიავებლად რომ შევედი, უცნაური სუნი მეცა, აი, ისეთი დამპალი საჭმლის. თანდათან  ბავშვის ტანსაცმლის კარადას მივუახლოვდი და სათითაოდ უჯრების გამოღება დავიწყე. ბოლოს ისეთ უჯრას მივადექი, სადაც დაპატარავებულ ტანსაცმლებს ვინახავ და ფაქტობრივად იშვიათად მიწევს გამოღება. რას ვხედავ, ერთი დიდ ჭრელ პარკში ფორთოხლები, ბანანი, შოკოლადები, სახატავი ფურცლები და  სათამაშოები აწყვია. ხილს წვენი გამოსული ჰქონდა და ყველაფერი ისე იყო აზელილი ერთმანეთში, კივილს არაფერი მაკლდა, თან ის მაგიჟებდა, ამის გაკეთება რაში დაჭირდა-თქო, თავი ვერ მოვთოკე და ხმამაღლა დავუძახე. 

ოთახში შემოსულსცრემლები უკვე მზად ჰქონდა და თითქოს ჩემს კითხვას ელოდა, თვითონ არაფრის თქმას არ აპირებდა... მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა, მივუახლოვდი, კალთაში ჩავისვი, მოვეფერე. მერე დაიწყო ლუღლუღი და ჩანაფიქრი რომ გამანდო, ცრემლები თავისით წამომივიდა. 

- დედა ბაღში ხომ ზეიმზე თოვლის ბაბუას მოაქვს საჩუქრები ? 
- როგორ არა, მოაქვს. 
- თურმე ზოგიერთი ბავშვი საჩუქრის გარეშე რჩება.  განაგრძეთ  კითხვა