
მიხეილ ცაგარელი - ის, რაც 2019-ში გვეკრძალება მიწის სტიქიის ტახის წელს
- 17/12/18
- 1288 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

2018 ყვითელი ძაღლის წელი, რომელიც ძალიან მალე ასპარეზს ჩინური კალენდრის ტახს დაუთმობს, არც ისე მშვიდი და ჰარმონიული აღმოჩნდა, როგორც ძაღლის წელს სჩვევია. ეს წელი საკმაოდ რთული და ხმაურიანი გამოდგა პოლიტიკური პროცესების მხრივაც. პოლიტიკოსებთან, თურმე არც ტახია ლოიალური – ამ წელს იზრდება ცდუნებების რისკი. ასეა თუ ისე, ყვითელი ძაღლი მიდის და კეთილ, მამაც, ერთგულ და პატიოსან ტახს გვიტოვებს, რომელიც როგორც ამბობენ, ზღვარგადასულ ფანტაზიებს, ტყუილსა და კანონების დარღვევას უბრალო მოკვდავთაც არ გვაპატიებს. რას უნდა მოველოდეთ და რისგან დავიცვათ თავი მიწის სტიქიის ამ ნიშნისგან, რომელიც განვითარების ახალი 12-წლიანი ციკლს მოსამზადებელ წლად ითვლება, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „პრაიმტაიმის“ მკითხველს ექსკლუზიურად უამბობს.
მიხეილ ცაგარელი:
– ახალი 2019 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით არის ტახის, იგივე ღორის, წელიწადი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ასრულებს განვითარების 12-წლიან ციკლს და იწყებს ახალ 12-წლიან ციკლს საზოგადოების ცხოვრებაში. 2019 წლის ბოლოს ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა, ვინ ვართ ჩვენ – გულადი, კეთილშობილი და ერთგული ტახი თუ წუმპეში მობანავე ღორი? ეს ეხება ნებისმიერ ქვეყანასა და ნებისმიერ პიროვნებას. ჩვენ შეიძლება გვინდა, რომ ვიყოთ ტახი, მაგრამ რეალურად ვართ ღორი. ერთია, რა გვინდა და მეორე, რას წარმოვადგენთ ჩვენი ცხოვრების წესისა და პრინციპების მიხედვით. 2019 წლის ბოლოს უნდა დავსვათ ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც უნდა აეწყოს შემდეგი 12-წლიანი ციკლი, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვიცხოვროთ სწორად. ეს არის მოსამზადებელი ზონა შემდგომი 12-წლიანი განვითარებისა. შესაბამისად, მოდის რეფორმების, რადიკალური ცვლილებების წელი. ჩვენი ქვეყნისთვის 2019 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის დიდი ცვლილებების წელი, მათ შორის იქნება ბევრი საკადრო ცვლილება. საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, პროფესიონალი კადრების მოძიება, რაც მოვლენებს ისეთი მიმართულებით წარმართავს, რომლის შედეგსაც 2020-2021 წლიდან ვიხილავთ.
– როგორი იქნება პოლიტიკური პროცესების მხრივ ტახის წელი? მშვიდი და დამთმენი ღორი დაამშვიდებს დაძაბულ პოლიტიკურ გარემოს?
– კიდევ კარგი, რომ ეს არ არის ცეცხლის სტიქიის ტახი და არის მიწის სტიქიის ტახი. ცეცხლის რომ ყოფილიყო, რევოლუციები არ აგვცდებოდა. მიწის სტიქიის ტახი უფრო მშვიდობიანად წყვეტს პრობლემებს. თითქოს პოლიტიკური პროცესების ერთი ნაწილი დასრულდა ამ წლის შემოდგომაზე, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენთვის ეს იქნება ძალიან აქტიური, მაგრამ მშვიდობიანი წელი. ახალი სახეები, რომლებიც გამოჩნდებიან როგორც პოლიტიკაში, ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე, შეცვლიან არსებულ გარემოს. პრეზიდენტის არჩევნებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მოვიდა მესამე ძალის გამოვლენის დრო. ვინ იქნება მესამე ძალა, ამას დრო გვიჩვენებს. კოსმოსი პირდაპირ გვეუბნება, რომ დროა, გამოჩნდეს მესამე ძალა. ეს უნდა მოხდეს 2019 წელს და საპარლამენტო არჩევნებამდე ჩამოყალიბდეს ძლიერ ძალად. დაიშლება ძველი გაერთიანებები და შეიქმნება ახალი ბლოკები და ჯგუფები. იქნება პოლიტიკური სკანდალები. პოლიტიკოსებიდან მომავალი წელი ყველაზე ეფექტური იქნება მშვილდოსნისთვის, ლომისთვის, ვერძისა და კუროსთვის. ამ ნიშნით დაბადებული პოლიტიკოსები მმართველ გუნდში, ვინც დღეს წარმართავენ ქვეყნის პოლიტიკას, არ არიან.
– როგორი იქნება 2019 წელი პრეზიდენტისთვის, რომელიც წლების წინათ გააფრთხილეთ, რომ პირადი ჰოროსკოპის მიხედვით, საგვარეულო წყევლა ჰქონდა.
– როდესაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დაბრუნდა, მას სურდა პირადი ჰოროსკოპის შედგენა. ჩვენ გვყავდა შუამავალი, სალომესთან შუამავლის თხოვნით მივედი. მაშინ ჯანრი კაშია ცოცხალი იყო. ის ესწრებოდა ჩვენს საუბარს. სალომე ზურაბიშვილის პირადმა ჰოროსკოპმა მაჩვენა, რომ მას ჰქონდა საგვარეულო წყევლა, რომელიც გენეტიკური ხაზით დედის მხრიდან მოდიოდა, შესაძლოა, მისმა რომელიმე წინაპარმა დაუშავა შეცდომა საგვარეულოს, ან სამშობლოს წინაშე, თუმცა კონკრეტულად ვინ იყო ის, ამის თქმა ძნელია. შესაძლოა, ეს იყო მეხუთე ან მეშვიდე თაობის წარმომადგენელი, რომლის ნეგატიური ენერგია გადმოდის თაობებზე, მათ შორის სალომეზე. მე ავუხსენი სალომესა და ჯანრის, რა პრობლემები შეიძლებოდა მოეტანა ამ წყევლას სალომესთვის და რომ ეს წყევლა გასანეიტრალებელი იყო. საგვარეულო წყევლა მას, პირველ რიგში, მოუტანდა წინაღობებს, სირთულეებს, რომლებიც შეექმნებოდა თავის სამშობლოში, ეყოლებოდა უამრავი ფარული მტერი, ხშირად მოხვდებოდა ინტრიგებში, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ სალომე წარმატებებს ვერ მიაღწევდა. მე ვთხოვე სალომეს, ჩაეტარებინა კვეთებულის შვიდჯერადი გამოლოცვა.
– დაგიჯერათ?
– არ ვიცი, მაშინ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია. მე არ მქონდა უფლება, რომ არ გამეფრთხილებინა. გასულ წელსაც გავახსენე სალომეს ეს და გავაფრთხილე კიდეც ამ წყევლის შესახებ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად გამოვიდა, თუმცა სალომეს რომ კვეთებულის გამოლოცვა ჩაეტარებინა, მისი გამარჯვება გაცილებით უკეთესი იქნებოდა, და ეს მოხდებოდა პირველ ტურში. სალომე რასაც აღწევს თავის სამშობლოში, აღწევს სამმაგი და მეტი ძალისხმევით, ამ ბარიერის გამო, ამიტომაც არის ის დღემდე გარემოცული მტრებით, მათ შორის ბევრი მტერი ჰყავს „ქართულ ოცნებაში“, ეს პრობლემები სალომეს კიდევ ექნება. მისი საპრეზიდენტო ვადა არ იქნება მარტივი. მომავალი წლის მარტიდან სალომეს ექნება მეტი სირთულე, მარტის ბოლოდან შავი მთვარე 9 თვით გადადის მის ზოდიაქოში, ამიტომ 2019 წლის მარტის ბოლოდან სალომე ზურაბიშვილს შეექმნება მეტი პრობლემა, დაუშვებს მეტ შეცდომას. მას უკვე აქვს დიდი პრაქტიკა და უკეთესად იცის ქართული მენტალობა, და არ მგონია, ისევ ისე ისაუბროს, როგორც წლების განმავლობაში საუბრობდა., მაგალითად, როგორც ისაუბრა ზვიად გამსახურდიას შესახებ, რის გამოც უამრავი ადამიანი მოიმდურა. თუ სალომე ზურაბიშვილი კვლავ ისაუბრებს არადიპლომატიურად, რა ტენდენციაც შავი მთვარის გავლენით მოსალოდნელია, შავი მთვარე მას აცდუნებს, დააშვებინოს შეცდომები, რის გამოც ის უფრო დიდ პრობლემებს შეიქმნის. მაგალითად, მან შეიძლება თქვას ისეთი რამ, რაც მის წინააღმდეგ ააბუნტებს საზოგადოებას. თუ სალომე ზურაბიშვილი ცხრათვიან მძიმე პერიოდს ფრთხილად გაივლის, მისი საპრეზიდენტო ვადა გაცილებით უკეთესად წარიმართება. მისთვის უკეთესი იქნება 2020 წელი. რაც შეეხება 2022 წელს, ეს იქნება სალომე ზურაბიშვილისთვის ვარსკვლავური, ფანტასტიკური წელიწადი. 2019 წელს სალომე ზურაბიშვილმა ყურადღების კონცენტრაცია უნდა გადაიტანოს უცხოეთთან კონტაქტებზე, სწორედ მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მოხდა რუსეთის ჯარის გაყვანა. სალომე მეგობრობდა და კარგი ურთიერთობა აქვს ლავროვთან, რომელიც დღემდე ძველ პოზიციაზეა., შესაბამისად, მაქსიმალურად დიდია შესაძლებლობა, სალომე ზურაბიშვილმა დაარეგულიროს რუსულ-ქართული ურთიერთობები. განაგრძეთ კითხვა