
ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავიდან ქალი ჩამოასვენეს - ქალბატონი ჰაერში გარდაიცვალა
- 17/12/18
- 4449 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მილანის საერთაშორისო აეროპორტიდან, ქუთაისის მიმართულებით მოძრავ თვითმფრინავში ქალბატონი გარდაიცვალა.
"პრაიმტაიმს" აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ქალბატონი თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის გამოც თვითმფრინავი უახლოეს ქალაქ ბელგრადში დაჯდა, თუმცა, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.
"საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. თვითმფრინავი ქუთაისში მოფრინავდა, თუმცა მას შემდეგ რაც ქალბატონი ცუდად გახდა, თვითმფრინავი უახლოეს ქალაქ ბელგრადში დაჯდა, თუმცა სამწუხაროდ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო,"- აცხადებენ აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში.