გრიგოლ ვაშაძე - ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ შემიძლია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დაკავებულ ,,გაერთიანებული ოპოზიციის'' ერთ-ერთ ლიდერთან, დავით კირკიტაძესთან გრიგოლ ვაშაძე ჩავიდა. 

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი აღშფოთებულია მომხდარით და მას საქართველოში ცხოვრება აღარ შეუძლია. 

”დავით კირკიტაძეს პოლიციის მანქანა არ დაუზიანებია. კადრებზე შესანიშნავად ჩანს, გაუგებარი კუთვნილების გაუგებარი წარმოშობის ავტობუსი, რომელიც პოლიტიკურმა პოლიციამ დააყენა გზაზე იმისათვის, რომ საზოგადოებისათვის შეეზღუდა ყველა ჩვენი კონსტიტუციური უფლება. თქვენ კადრებს ნახავთ კადრებში, იგივე ავტობუსს როგორ ვაჩერებ მე, რომელიც ცდილობს გზა გადაკეტოს.

ხალხო, ვარ აღშფოთებული, აღარ შემიძლია ამ სახელმწიფოში ცხოვრება. რატომ დაგვახვედრეს გურჯაანის შესასვლელში სუს-ის კონტროლირებადი ზონდერები, რომლებიც აგურებს ესროდნენ მოძრავ მანქანებს'',- განაცხადა ვაშაძემ

ჟურნალისტის კითხვაზე თუკი კირკიტაძის არ გაათავისუფლებენ, რა სამოქმედო გეგმა აქვს ოპოზიცია, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ კირკიტაძე უდანაშაულოა და მას აუცილებლად გაათავისუფლებენ.

,,ვის არ გაათავისუფლებენ, კირკიტაძეს აუცილებლად გაათავისუფლებენ, ჩვენ ამას მივაღწევთ”,- დასძინა გრიგოლ ვაშაძემ