"ჩემზე 10 წლით უფროსია... წელიწადია ერთად ვცხოვრობთ"

ცოტა ხნის წინ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო დადო, წარ­წე­რით: "ბიძა გავ­ხდი". რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ბავ­შვებ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და ეუბ­ნე­ბი­ან კი­დეც, რომ კარ­გი მამა იქ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, მა­მო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ცოტა ად­რეა, თუმ­ცა, რო­გორც გვი­თხრა, უკვე ერთი წე­ლია, ცო­ლი­ა­ნია და საყ­ვა­რელ ქალ­თან, იუ­ლია აი­რა­პე­ტი­ან­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

- ქა­ლე­ბი შენს ცხოვ­რე­ბა­ში...

- ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდი "კა­ი­ფი" ეგაა ჩემ­თვის, ად­რე­ნა­ლი­ნი­სა და ენ­დორ­ფი­ნე­ბის მა­ნი­ა­კი ვარ. სექსზე დიდი "კა­ი­ფი" ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს. ეგ და მო­ტო­ციკ­ლი შე­იძ­ლე­ბა, და­ვა­ყე­ნო ერ­თად. ბევ­რჯერ უთ­ქამთ, მე­ქალ­თა­ნე ხარო, ჯერ ამისხნან, რა არის მე­ქალ­თა­ნე და კი, ბა­ტო­ნო... როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, რომ ჩემ გვერ­დით ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზი ქალ­ბა­ტო­ნი ყო­ფი­ლი­ყო და იყო კი­დეც. თუ მე­ქალ­თა­ნე­ო­ბა ისაა, როცა დღეს ერ­თთან გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და ხვალ სხვას­თან, მა­შინ კი ბა­ტო­ნო, ვარ მე­ქალ­თა­ნე, მაგ­რამ ეს ყო­ველ­თვის გარ­კვე­უ­ლი იყო, არას­დროს არა­ვინ მო­მი­ტყუ­ე­ბია.

- ახლა რა ხდე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- მე ცო­ლი­ა­ნი ვარ უკვე ერთი წე­ლია და ამის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა ვთქვი, წინა ახალ წელს დავ­დე პოს­ტი, რომ გავ­ბედ­ნი­ერ­დი და ეს ადა­მი­ა­ნი ჩემ­თან ერ­თად არის. ქარ­თვე­ლი არაა. ავ­სტრა­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და, ერ­თმა­ნე­თი გა­და­ღე­ბებ­ზე გა­ვი­ცა­ნით. თა­ვი­დან ონ­ლა­ინ-ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მერე ჩა­მო­ვი­და და ჩემ­თან დარ­ჩა. დღეს ერ­თად ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. მისი დის­შვი­ლია ეს ბავ­შვი, ვისი ბი­ძაც გავ­ხდი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ბევ­რი არ ვი­ლა­პა­რა­კო, თუმ­ცა არ ვმა­ლავ.

- ქმა­რი გი­ორ­გი რო­გო­რია?

- არ ვიცი, ის ამ­ბობს, რომ კარ­გია. სხვა­ნა­ი­რად ავ­სტრა­ლი­ი­დან ხომ არ ჩა­მო­ვი­დო­და?! 23 წელი რომ იქ ცხოვ­რობ, აქ ჩა­მოხ­ვალ? ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, რომ კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მნა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა ჩემ­თვის, თუნ­დაც ის, რომ აქ ჩა­მო­ვი­და. პირ­და­პირ ვი­ტყვი, მე ვერ ჩა­ვი­დო­დი, აქ ჩა­მო­ვი­და სა­უ­კე­თე­სო ქვეყ­ნი­დან, გიჟ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ჩვენს კულ­ტუ­რა­სა და ხალ­ხზე. ბევ­რი მე­გო­ბა­რი გა­ი­ჩი­ნა და ამ­ბობს, რომ ასე ში­ნა­უ­რუ­ლად და ბედ­ნი­ე­რად სიდ­ნე­ი­შიც არ გრძნობ­და თავს. თე­ატრზე გიჟ­დე­ბა, და­დის ოპე­რა­ში, სა­ლო­ნებ­ში, გა­ლე­რე­ებს ათ­ვა­ლი­ე­რებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ტე­რე­სო კუ­თხე­ებ­ში დამ­ყავს და ბა­თუმ­ზე ჭკუა ეკე­ტე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბა წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი გაგ­ვიგ­რძელ­და.  განაგრძეთ