რა ვუყოთ საწოლს, სადაც გარდაცვლილ ნათესავს ეძინა?

თუ სიკვდილზე ხშირად იფიქრებ, შენი ცხოვრების გზა ბევრად მსუბუქი და მართალი იქნებაო. ყოველ საღამოს გამოაფხიზლე საკუთარი თავი სიკვდილზე ფიქრითო. ასე ამბობდნენ ძველი სამურაები. 
არსებობს ასევე მოსაზრება, საფლავის ქვაზე ძილი ჯობს გარდაცვლილის საწოლზე წოლასო. საინტერესოა, მართალია ეს თუ არა?

ვისაც საყვარელი ადამიანი დაუკარგავს, კარგად მიხვდება, რაზე ვსაუბრობთ ახლა. თვალწინ მიდგას დედა, რომელიც ჩემი გარდაცვლილი მამის საწოლზე ყველაზე მშვიდად და მყუდროდ გრძნობდა ხოლმე თავს. დარწმუნებული ვარ, ის საშინელი წუთები და დღეები სწორედ იმ საწოლმა გადაატანინა. 
თუმცა  ახლა ამ ყოველივეს სამედიცინო ასპექტით შევხედოთ და ისე განვიხილოთ.

სამედიცინი თვალსაზრისით, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, თუ, რა თქმა უნდა, იგი მძიმე ინფექციური სენით არ იყო დაავადებული, მისი საწოლი ინტერიერის ჩვეულებრივ ნაწილად იქცევა და მისი გამოყენება ყოველგვარი ორჭოფობის გერეშეა შესაძლებელი. 
შეგიძლიათ საწოლი სპირტით გაწმინდოთ, თუ თავის უფრო დამშვიდება გსურთ, ეს პროცედურა აბოლუტურად საკმარისია თქვენი უსაფრთხოებისთვის. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კვარცის სანათი, რომლის ულტრაისფერი სხივები შესანიშნავად ახდენს გარემოს დეზინფექციას. ასეთ სანათებს სამედიცინო დაწესებულებებში იყენებენ.
ასე რომ, საწოლი დეზინფიცირებულია, თეთრეული განადგურებული, შეგიძლიათ მშვიდად გააგრძელოთ ცხოვრება. 

 


ახლი კი საინტერესოა, რას ფიქრობს ეკლესია. 
მიცვალებულის საწოლზე ძილს ეკლესია ცოდვად არ მიიჩნევს. უბრალოდ, სასურველია ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი საძინებელი აკურთხოთ, საწოლს ნაკურთხი წყალი აპკუროთ და სანთელი დაანთოთ. ეს ყოველივე საკმარისია იმისათვის, რომ თავი მშვიდად იგრძნოთ.