კიბო დამარცხებულია, მეცნიერებმა ახალი ვაქცინაცია წარმატებით გამოსცადეს

ეს სტატია ამერიკის ერთ-ერთ პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალშიScience Translational Medicine გამოქვეყნდა.ის ამერიკელი მეცნიერებისმეტად სასიხარულო და იმედისმომცემი ექსპერიმენტის შედეგებს ეხება.საუბარია კიბოს საბოლოო დამარცხებაზე. ექსპერიმენტი თაგვებზეასპროცენტიანი შედეგით დასრულდა და ახლა ადამიანებზე იწყება ამ სიახლის გამოცდა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ თაგვებში, სიმსივნურ კერაში, T-უჯრედების აქტივაციის შედეგად (T-უჯრედიარის ლიმფოციტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ორგანიზმში უცხო ანტიგენების ამოცნობას და იმუნურპასუხს უზრუბველყოფს) შორეული მეტასტაზებიც კი გაქრა.


კვლევას ატარებს სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა. ამ ექსპერიმენტის დროს მეცნიერებსსიმსივნის ყველა კერაში, მათ


შორის შორეულ მეტასტაზებში შეყავთ 2 სახის იმუნოსტიმულატორი. შედეგი მიღებულია ყველა სახისსიმსივნის დროს.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ იმუნოსტიმულატორული აგენტების ძალიან მცირე დოზით უშუალოდსიმსივნურ კერაში შეყვანა იქნება შედარებით იაფი თერაპია და თანაც ასეთ მკურნალობას არ ექნებაგვერდითი ეფექტები.

“ამ ორი აგენტის ერთდროული გამოყენებისას ჩვენ ვხედავთ, რომ სიმსივნე მთელ სხეულში ქრება.” – ამბობსმედიცინის დოქტორი, პროფესორი, ონკოლოგი რონალდ ლევი, რომელიც ამ კვლევის ხელმძღვანელია. “ესმიდგომა არ მოითხოვს პაციენტის მთელი იმუნური სისტემის სტიმულაციას.”

ამ ორი აგენტიდან ერთ-ერთი უკვე დაუშვეს ადამიანებზე გამოსაყენებლად. მეორე აგენტიც ცალკეულშემთხვევებში უკვე იქნა ადამიანებში გამოყენებული, იანვარში კი უკვე დაიწყო მისი კლინიკური გამოცდალიმფომიან პაციენტებში.


გასაოცარი ორგანული ეფექტები


ლევი არის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობის პიონერი. იმუნოთერაპია გულისხმობს ადამიანისიმუნური სისტემის გამოყენებას კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ მის ლაბორატორიაში შეიქმნაპრეპარატი რიტუქსიმაბი (ერთ-ერთი პირველი მონოკლონური ანტისხეული), რომელიც დღეს სიმსივნისსამკურნალოდ გამოიყენება.

ზოგადად, იმუნოთერაპიული მეთოდებით კიბოს მკურნალობა გულისხმობს მთელ ორგანიზმში ადამიანისიმუნური სისტემის სტიმულაციას. მაგრამ, რაც შეეხება ახალ მეთოდს, ამ შემთხვევაში მიდგომა სრულიადსხვაგვარია: ორი სახის იმუნოსტიმულატორი უმცირესი დოზებით ერთდროულად შეყავთ უშუალოდსიმსივნის კერაში და იმუნური უჯრედების სტიმულაცია მხოლოდ სიმსივნის შიგნით ხდება. შედეგად კიგასაოცარი ორგანული ეფექტი მიიღება – სიმსივნე მთელ ორგანიზმში ქრება.

უფრო კარგად რომ გავიგოთ ეს ყველაფერი, გეტყვით, რომ ზოგადად იმუნური ტ-უჯრედები ამოიცნობენხოლმე ახალწარმოქმნილ სიმსივნურ უჯრედებს და შეიჭრებიან სიმსივნის კერაში მასთან საბრძოლველად, მაგრამ სიმსივნე ზრდასთან ერთად იწყებს ამ იმუნური უჯრედების აქტიურობის დათრგუნვასაც.

ლევის მეთოდი სწორედ ამ დათრგუნული T-უჯრედების ხელახლა გააქტიურებას ახდენს სიმსივნის კერაშიორი მასტიმულირებელი აგენტის უმცირესი დოზების შეყვანით. საინტერესოა, რომ შესაყვანი აგენტებისრაოდენობა მიკროგრამია (მიკროგრამი გრამის მემილიონედი გახლავთ). ერთი აგენტი ასტიმულირებს ტ-ლიმფოცოტების მიერ სიმსივნური უჯრედების ამოცნობას, მეორე კი – მათთან ბრძოლის პროცესს. ორივეაგენტის შეთანხმებული მოქმედებით სიმსივნის კერაში არსებული T-უჯრედები აქტიურდება.

კიბოს დამშლელი რეინჯერები


სიმისვნის კერაში გააქტიურებული ტ-უჯრედები, რომლებიც სიმსივნური უჯრედების ამოცნობაზე არიანსპეციალიზირებულნი, შემდგე ტოვებენ სიმსივნის კერას და მთელ ორგანიზმში იწყებენ სიმსივნურიუჯრედების განადგურებას.

ამ ეფექტმა გააოცა კვლევის ავტორები. ლაბორატორიულ თაგვებში, რომელთაც სიმსივნის ორიტრანსპლანტირებული კერა ჰქონდათ, ერთ კერაში ორი აგენტის ინექცირების შემდეგ მეორე კერაც ქრებოდა, იმის მიუხედავად, რომ მასში არ შეყავდათ აგენტები.

90 თაგვიდან 87 განიკურნა სიმსივნისგან, 3-ს ხელმეორედ განუვითარდა სიმსივნე, მაგრამ განმეორებითიმკურნალობის შემდეგ ისინიც განიკურნენ. შედეგები აბსოლუტურად მსგავსი იყო სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის კიბოსა და მელანომის შემთხვევაში.

შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ექსპერიმენტში უკვე ჩაერთო 15 ადამიანი, რომელთაცდაბალდიფერენცირებული ლიმფომის დიაგნოზი დაესვათ. წარმატების შემთხვევაში ლევი ვარაუდობს, რომშედეგი დადებითი იქნება ნებისმიერი სახის სიმსივნის მკურნალობისას.