ირმებზე ნადირობის გამო კაცს 'ბემბის' ყურება მიუსაჯეს
- 18/12/18
- 1910 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
აშშ-ში, მისურის შტატში, ბრაკონიერს ასობით ირემის უკანონოდ მოკვლისთვის ციხეში „ბემბის“ ყურება მიუსაჯეს.
დევიდ ბერი უმცროსი ირმების მოკვლისთვის ციხეში 120 დღის განმავლობაში უნდა იჯდეს, ამასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თვეში მინიმუმ ერთხელ „ბემბის“ უნდა უყუროს.
ბერისთან ერთად ბარკონიერობასთან კავშირისთვის პოლიციელებმა კიდევ 4 კაცი დააკავეს, თუმცა მათ 51 000 დოლარი გადაიხადეს და გაათავისუფლეს.