
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სამი შვილის დედას, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა
- 18/12/18
- 2081 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სამი შვილის დედის ანა ტყეშელაშვილის ამბავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. ანა ტყეშელაშვილმა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო თვითმკვლელობა სცადა, ვიდრე ახალგაზრდა ქალი მეტეხის ხიდიდან გადახტებოდა, მან გადაწყვეტილების მიზეზებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ტყეშელაშვილის თქმით, მას პოლიტიკური ნიშნით არ ასაქმებენ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. ახალგაზრდა ქალის დახმარება პოლიციელებმა დროულად შეძლეს
"ბევრი ვიტირე ამ ვიდეოს ყურებისას...ძალიან განსაკუთრებულო,ძალიან ღირსეულო ანა, არ იმსახურებს ეს უსამართლო მთავრობა,რომ მას შეეწირო,შენ უნდა იცოცხლო დიდხანს, შენი შვილებისთვის და ქვეყნისთვის!მადლობა იმ ადამიანებს,ვინც გადაგარჩინა და წყლიდან ამოგიყვანა,სირცხვილი ნიუ ჰოსპიტალს და მის გაღორებულ მფლობელს,ვინც უფულოდ მკურნალობაზე უარი თქვა!გამომჯობინდი სასწრაფოდ!იმედია,მალე შევხვდებით!"- წერს მიხეილ სააკაშვილი.