
ლადო მამას ხელში ჩააკვდა - 'კუკარაჩას' მთავარი გმირის ტრაგიკული ისტორია
- 19/12/18
- 1510 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

"სხვანაირი ხიბლი აქვს ცხოვრებას, როცა იცი, რომ მისი დასრულების შემდეგაც შენი სული ვიღაცას გამოადგება"
ალბათ ყველას გახსოვთ პატარა ბიჭი - თამაზი ფილმიდან "კუკარაჩა", ამჯერად სწორედ ეს ბიჭი უნდა გაგახსენოთ, უფრო ზუსტად, მისი როლის შემსრულებელი ლადო ტატიშვილი. ლადო დღეს ცოცხალი აღარ არის, შესაბამისად, სტატიაც ისევე სევდიანი გამოვიდა, როგორც რეჟისორების - სიკო და ქეთი დოლიძეების ფილმი - "კუკარაჩა". ეკრანული დედის, დეიდა ანიკოს ერთადერთი ვაჟი ცხოვრებაშიც დედისერთა იყო და თავისი ასევე
ერთადერთი ვაჟის, მისივე სეხნია ლადოს დაბადებასაც ვერ მოესწრო - საქართველოს სამოქალაქო ომში დაიღუპა.
ლადოს დედას, ქალბატონ ტომა მამალაძეს რომ ვეწვიე, ინტერვიუსგან თავი შეიკავა, ძალიან მიმძიმს იმ დღის გახსენება, ფიქრს რომ ვიწყებ, მერე ღამეებს ვათენებო. თუმცა ფოტოების შერჩევისას ორი სიტყვით მიამბო ლადოზე:
- საქართველოში სამოქალაქო ომი რომ მიმდინარეობდა, ლადო სწორედ მაშინ ამთავრებდა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს. 1992 წელს, თბილისის ბრძოლები რომ დასრულდა და დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლეს, ლადომ თავის მეგობრებთან ერთად სამტრედიაში წასვლა მოინდომა. კინაღამ გავგიჟდი, ვკიოდი, არსად გაგიშვებ-მეთქი, მაგრამ რადგან არ იშლიდა, მეუღლემ დამამშვიდა, ჩემი მანქანით წავიყვან, გვერდით ვეყოლებიო. იქნებ, ამ მანქანით რომ არ ყოფილიყვნენ და სხვა ბიჭებთან ერთად წასულიყო, მათთვის არც ესროლათ.
ჩასვლისთანავე ქართველმა სნაიპერმა დაუცხრილა მანქანა. მერე კი ყვიროდნენ, გაჩერდითო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მხოლოდ ლადო დაიღუპა, ხელში ჩააკვდა მამას, რომელიც ასევე დაჭრილი იყო.
მეუღლე 5 თვის შემდეგ გარ
დაიცვალა. დილით ვიპოვე აქ, მისაღებ ოთახში, წაქცეული. 48 წლის გახლდათ. მას შემდეგ 24 წელიწადი გავიდა. დიდი დროა, არა? უკვე 70 წლის ვარ, ჩემი შვილიშვილი, ლადო-უმცროსი კი - 24-ის. მამას ვერ მოესწრო, იმ პერიოდში ჩემი რძალი - ლადოს მეუღლე ფეხმძიმედ იყო მასზე. ახლა ჩემი შვილიშვილი მოსკოვში ცხოვრობს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ბანკში მუშაობს. ვის ჰგავს? - მამასავით შავთვალაა, ისე კი, ორივეს ჰგავს, ლადოსაც და ქეთისაც, ჩემს რძალს. თბილისში ჩამოდის ხოლმე, შარშანაც იყო. ჯერჯერობით ცოლის შერთვას არ აპირებს, უფრო სამსახურეობრივ წინსვლაზე ფიქრობს. განაგრძეთ კითხვა