როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული და განათებული გორი

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

სტალინის გამზირზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ შეკრებილ მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

მოეწყო „ფლეშმობი“. საღამოს განმავლობაში პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.

საზეიმო ღონისძიების დასრულებისთანავე ქალაქში ნაძვის ხესთან ერთად, საახალწლოდ მორთული ქუჩებიც განათდა.