პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა - სარალიძე პატრიარქთან ოჯახთან ერთად იმყოფება

ვუ­ლო­ცავ ბა­ტონ ზაზა სა­რა­ლი­ძეს პირ­ველ ზი­ა­რე­ბას, მან აღ­სა­რე­ბა თქვა და ეზი­ა­რა, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღეს სი­ო­ნის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა

სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვას შვილმკვდა­რი მამა ზაზა სა­რა­ლი­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და. უწ­მინ­დეს­მა იგი ამ­ბი­ონ­ზე აიყ­ვა­ნა და ქა­და­გე­ბი­სას მი­მარ­თა.

„დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა, ჩვენ­თან წირ­ვა­ზე ბრძან­დე­ბო­და ბა­ტო­ნი ზაზა, რო­მელ­მაც და­კარ­გა თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი შვი­ლი. წმინ­და ნი­კო­ლო­ზი შე­ე­წია მას, პირ­ვე­ლად ეზი­ა­რა დღეს ბა­ტო­ნი ზაზა, მე ვფიქ­რობ, შვი­ლის ლოც­ვით. შვი­ლი ლო­ცუ­ლობს მის­თვის, დე­დის­თვის, ოჯა­ხის­თვის და ვუ­ლო­ცავთ ამ ბედ­ნი­ერ დღეს“, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დეს­მა ასე­ვე მი­მარ­თა ზაზა სა­რა­ლი­ძეს, ხომ არ ექ­ნე­ბო­და მას რა­ი­მე სათ­ქმე­ლი.

„უფალ­მა დიდ­ხანს გვიმ­ყო­ფოს თქვე­ნი თავი“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ პატ­რი­არ­ქის სა­პა­სუ­ხოდ.

ქა­და­გე­ბის ბო­ლოს უწ­მინ­დეს­მა ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლებს დღე­ვან­დე­ლი დღე მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ წმინ­და ნი­კო­ლო­ზი ეხ­მა­რე­ბა ყვე­ლას, არაქ­რი­ას­ტი­ა­ნებ­საც კი.