კუანა ამანათი - ნასას ინჟინერის უახლესი გამოგონება, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ

ამანათის ქურდების დასასჯელად Nasa-ს ყოფილმა ინჟინერმა სუნიანი, ფერადი და სახალისო მეთოდი გამოიგონა.

მარკ რობერს, სახლთან დატოვებული ამანათი რამდენჯერმე მოპარეს. მას შემდეგ რაც პოლიცია ვერაფერს გახდა, „ნასას“ ინჟინერმა გადაწყვიტა თავად ესწავლებინა ჭკუა ქურდებისთვის.

6 თვიანი მუშაობის შემდეგ, ახალგაზრდა ინჟინერმა ისეთი ამანათი ააწყო, რომელიც გახსნისთანავე დეკორატიულ ბრჭყვიალებს აფრქვევს და ყოველ 30 წამში ერთხელ გაზებს უშვებს.

ამანათის მსგავს ყუთში ინჟინერმა 4 ტელეფონი დაამონტაჟა, რომ ქურდების რეაქცა ნებისმიერი კუთხიდან დაენახა. მობილურ ტელეფონებში GPS-იც ჩართო და ვირტუალურ მეხსიერებას მიაბა.

მარკ რობერის მიერ დაგებულ მახეში რამდენიმე ქურდი გაება. ამანათის გახსნისთანავე, მათ მთელ სხეულსა და ავტომობილში ბრჭყვიალები დაეყარათ, 30 წამში კი არც სუნიანმა სურპრიზმა დააყოვნა. ნაწლავური აირების სუნი ინჟინერმა სახუმარო ბალონის სახით დაამონტაჟა.

ქურდების რეაქციები იხილეთ ვიდეოში 5:54 წუთიდან.