სოც. ქსელის ვარსკვლავი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 16 დე­კემ­ბერს, კა­ხეთ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ქალი და­ა­კა­ვა. შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 16 დე­კემ­ბერს, კა­ხეთ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დროს, 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ.მ.

მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ქ.მ.-მ სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხეს­თან პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ა­ზი­ა­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ქ.მ. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ა­კა­ვა, რაც სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო-საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, გრძელ­დე­ბა ინ­ცი­დენ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის შეს­წავ­ლა“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.