იცით რატომ მოკლეს დათუნა სარალიძე?

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანიეტა კანდელაკი ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

„იცით, რატომ მოკლეს დათუნა სარალიძე?

იმიტომ, რომ ფულიანი მამიკოების გათამამებულ, გაზულუქებულ შვილებს არც თავს და არც სხვებს აჩაგვრინებდა. როგორც მისი თანატოლები ყვებიან, დათო ვერ იტანდა უსამართლობას, ჩაგვრას და ყველა დაჩაგრულის გვერდით იდგა. ეს იყო მისი ერთადერთი შეცდომა ცხოვრებაში და სულ რომ არ გქონდეთ იფორმაცია დათოს შესახებ, შეხედეთ მამამისს, ზაზა სარალიძეს, უპატიოსნეს, უღირსეულეს, ძალიან სწორ, შეგნებულ ადამიანს და მიხვდებით მისი გაზრდილი შვილი როგორი იქნებოდა.

ვინც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს დათუნა სარალიძეზე, რომ თითქოს ის იყო მოძალადე, არის ძალიან გარყვნილი და ბინძური არსება და ამის გამო მათ თუ არა, მათ შვილებს მოეკითხებათ!“ - წერს ანიეტა კანდელაკი.