ბიძინა პაატას ფონდებში შავი ხვრელის ძებნაში მართალი იყო

სანკტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, პაატა ბურჭულაძის გამოჩენის შემდეგ მსოფლიო ბანს  კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს: 

"როცა ადამიანი არასწორია, არ უნდა გახდეს შენი თანამოაზრე მხოლოდ იმიტომ რომ საერთო მტერი გყავთ. ბიძინა, პაატას ფონდებში შავი ხვრელის ძებნაში რომ მართალი იყო, ისე არაფერში. მე მაინც არ მქონდეს გადაღებული მის მიერ ხალხის ფულით ნაყიდი სახლები. უფანჯრო ოთხი კედელი შემინულიც კი არ იყო და იქ მრავალშვილიანი ოჯახი შეასახლეს. არც კი გამკვირვებია ბანის იქ დანახვა”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.