
ორსულ მეგან მარკლს მთელი მსოფლიო დასცინის
- 19/12/18
- 1607 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

2018 წლის Fashion Awards-ის ცერემონიაზე გამოჩენის შემდეგ, სოციალურ ქსელში არ წყდება ჰერცოგინიაზე მითქმა-მოთქმა. ინტერნეტ მომხმარებლებს უჩვეულოდ მოეჩვენათ, პრინცი ჰარის ორსული მეუღლის ჟესტები. ფოტოს ქვემოთ, კომენტარებში ჰერცოგინია ნარცისიზმში დაადანაშაულეს და ვარაუდი გამოთქვეს, რომ მას მუცელზე წარა-მარა ხელის მოკიდებით საზოგადოების ყურადღების მიქცევა სურდა საკუთარი პერსონის მიმართ.
"მეგან, ჩვენ ვიცით, რომ ორსულად ხარ!", მეგანი ხელებს არ აშორებს მუცელს, რაც არ მიმაჩნია ღირსეულ ჟესტად. არ იქნებოდა ურიგო მანერები კეიტ მიდლტონისგან გადაეღო", მარკლს თავი მადონა ჰგონია", "არსად მინახავს ორსულს ამ სიხშირით ელაგოს მუცელზე ხელები",- წერენ
მომხმარებლები. განაგრძეთ კითხვა